გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ძიუდოში 100 კგ წონით კატეგორიაში პირველი ბრძოლა მოიგო. ქართველი ძიუდოისტის მეტოქე სენეგალელი მბანგნიკ ნდიაიე იყო. თუშიშვილმა სენეგალელ ძიუდოისტს იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გადავიდა.
გურამ თუშიშვილის მეტოქე ოლიმპიადის 1/4 ფინალში ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი იქნება. რინერი ორგზის ოლიმპიური და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონია.