„ისრაელი უნდა ელოდოს მრისხანებას და შურისძიებას“- „ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი

„ისრაელმა გადალახა წითელი ხაზი, ახლა უნდა ელოდოს მრისხანებას და შურისძიებას ღაზის მხარდამჭერ ყველა ფრონტზე“ – ამის შესახებ ლიბანური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ გენერალურმა მდივანმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა.

მისი თქმით, ომი ისრაელთან ახალ ფაზაში შევიდა.

„ბენიამინ ნეთანიაჰუს მისწრაფება ის არის, რომ „ჰამასმა“ უთხრას: „მოდი, აქ არიან მძევლები და აქ არის იარაღი“. ეს არ მოხდება. ჩვენ არ დავნებდებით არც ღაზაში, არც ლიბანში და არც იემენში. ერთადერთი გზა ლიბანის ფრონტზე ომის დასასრულებლად არის ის, რომ ისრაელმა შეაჩეროს თავისი აგრესია ღაზაში“, – განაცხადა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.

 

მსგავსი თემები