,,გაერო-ს შენობა არასაჭიროა, ის უნდა დაიხუროს და აღიგავოს პირისაგან მიწისა” – გაერო-ში ისრაელის ელჩი

გაერო-ში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით, რომლის თანამდებობაზე ყოფნის 4-წლიანი ვადა დასრულდა, ნიუ-იორკში მდებარე ორგანიზაციის შენობა არასაჭიროა, უნდა დაიხუროს უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. „ერთის მხრივ, გამოვდივარ კმაყოფილების გრძნობით, ჩემი ბრძოლითა და აქ მუშაობით, მაგრამ, მეორე მხრივ, დიდი წუხილითა და იმედგაცრუებით. ფაქტია, რომ ეს შენობა, რომელიც შეიძლება გარედან ლამაზად გამოიყურებოდეს, რეალურად დაგრეხილი და დამახინჯებულია“, – აღნიშნა ელჩმა i24News-თან ინტერვიუში. ცნობისთვის, მაისში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გილად ერდანმა მიიღო გადაწყვეტილება, გაერო-ში 4-წლიანი მოღვაწეობა დაასრულოს. ნეთანიაჰუმ ერდანს შეერთებულ შტატებში დარჩენა და ვაშინგტონში ისრაელის ელჩის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ დიპლომატი ამ შეთავაზებას არ…

მეტი...

„მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?!“ – მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ გასულ წელს, კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის მანძილზე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სასწაული მოხდა და მამაო თავის საქმიანობასაც დაუბრუნდა… სოციალურ ქსელში სასულიერო პირს ემშვიდობებიან: „მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?! მშვიდობით, ჩვენო გულიანო და სიყვარულის მოძღვარო. გარდაიცვალა, მამა თეიმურაზ ქორიძე.უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, საცა მართალნი განისვენებენ!“, – წერს ნათია სვანიძე-ხარზიანი. „ვწუხვარ, მამა თეიმურაზი გარდაიცვალა, კარგი ადამიანი, კეთილი, ღვთის და სამშობლოს უანგაროდ მოყვარული… მოიხსნიეთ ლოცვებში!“, – წერს მამა…

მეტი...

,,აუტისტური სპექტის აშლილობა აქვს” – თბილისში მოზარდს ეძებენ

თბილისში აუტისტური სპექტის აშლილობის მქონე მოზარდს ეძებენ. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,მაქსიმალურად ყველამ გააზიარეთ!!! გამარჯობა დღეს საღამოს მირცხულავას ქუჩიდან გაიქცა როგორც ყოველთვის წესით მეტროს რომელიმე ხაზზე უნდა იყოს!!! იქნებ ვინმემ დაინახოთ დაიჭირეთ არ გაუშვათ და უთხარით რომ დედასთან და მამასთან დარეკავთ. აუტისტური სპექტის აშლილობა აქვს. იცის მისამართიც და ნომრებიც. დარეკეთ 551 151505 ან 599342115 ან 598588919”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,უკრაინას თავის დაცვის აბსოლუტური უფლება აქვს და ამას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს” – პიტერ სტანო

,,უკრაინას საკუთარი თავის დაცვის აბსოლუტური უფლება აქვს და ამას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე პიტერ სტანომ კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტსა და 92 დასახლებას აკონტროლებენ. „უკრაინა სასტიკი აგრესორის წინააღმდეგ თავდაცვით ომს აწარმოებს, რომელიც მესამე წელია გრძელდება. რასაც ჩვენ ბრძოლის ველზე ვხედავთ, უკრაინასა თუ რუსეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ პუტინის უკანონო ქმედებების შედეგია. უკრაინას საკუთარი თავის დაცვის აბსოლუტური უფლება აქვს და ამას ევროკავშირში გაწევრიანების…

მეტი...

,,დადგა დრო, ღაზაში მიმდინარე ომი დასრულდეს” – ეგვიპტის პრეზიდენტი

,,დადგა დრო, ღაზაში მიმდინარე ომი დასრულდეს”, – ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „დადგა დრო, რომ მიმდინარე ომი დასრულდეს, გონიერებას მივმართოთ და მშვიდობისა და დიპლომატიის ენა დავიცვათ“, – განაცხადა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ. ეგვიპტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „კონფლიქტის მთელ რეგიონში გავრცელების საშიშროების“ გამო ყველა მხარემ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

მეტი...

თურქეთში ტურისტი დაიკარგა – მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

თურქეთში, მარმარისში, ტურისტული ვიზიტით ჩასული, რუსეთის 48 წლის მოქალაქე დაიკარგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნატალია სომოვა თურქეთში 11 აგვისტოს ჩავიდა. 17 აგვისტოს, ქალი სასტუმროდან სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი გავიდა და მთიან რეგიონში სასეირნოდ გაემართა, რის შემდეგაც ის აღარ დაბრუნებულა. მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნათესავებმა სასტუმროს და ტუროპერატორს მიმართეს. პოლიციამ, სათვალთვალო კამერების მეშვეობით, გაარკვია, რომ 48 წლის ქალი მთიან რეგიონში, კარიანის ბილიკის ტერიტორიაზე სასეირნოდ წავიდა. ამჟამად მას მაშველები ძაღლების დახმარებით ეძებენ.

მეტი...

აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადა გააკეთა

,,აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადა გააკეთა”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიჰან ჰაჯიზადემ თურქულ გამოცემა Anadolu Agency-სთან საუბარში განაცხადა. ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში ყაზახეთში გამართული “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ” ერთობლივი დეკლარაცია იქნა მიღებული. დეკლარაციაში აღნიშნული იყო, რომ ბაქოს BRICS-ში გაწევრიანება სურს, ხოლო პეკინი ამ მისწრაფებას მიესალმება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში გამართული ვიზიტის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაშიც აღნიშნული იყო, რომ მოსკოვი მხარს უჭერს BRICS-ში აზერბაიჯანის წევრობას. BRICS ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გაერთიანებაა,…

მეტი...

ცესკო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებულ ინფორმაციით ხორციელდება უწყების მანიპულაციურად გამოყენება და ელექტრონული არჩევნების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა. მათივე ცნობით, შეინიშნება ელექტრონული არჩევნებით სპეკულირების და საარჩევნო ადმინისტრაციასთან უარყოფით ჭრილში დაკავშირების მცდელობა, რაც უსაფუძვლოა. „გვინდა გამოვეხმაუროთ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვირვებით ხორციელდება მისი მანიპულაციურად გამოყენება უწყებისა და ელექტრონული არჩევნების ნეგატიურ კონტექსტში წარმოსაჩენად და უსაფუძვლო აღქმების შესაქმნელად. საქმე ეხება კომპანია „სმარტმატიკის“ რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ დაწყებულ დავას. როგორც…

მეტი...

ჩეხეთი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტების ნაწილს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად გამოიყენებს

ჩეხეთის თავდცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩეხეთი ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტების ნაწილს უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის შესაძენად გამოიყენებს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იღებენ პროცენტებს რუსული აქტივებიდან, რომელიც მოიცავს ობლიგაციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებს, და ათავსებენ მას ევროკავშირის ფონდში უკრაინის დასახმარებლად. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენას. „გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების წყალობით, ჩვენ უკრაინისათვის ასობით ათასი საბრძოლო მასალის მიწოდებას შევძლებთ“, – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ.

მეტი...

ზელენსკიმ ევროპის ქვეყნების ლიდერებს დახმარება სთხოვა უკრაინაში გასაწვევი ასაკის მამაკაცების დაბრუნებაში, თუმცა უარი მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის ქვეყნების ლიდერებს დახმარება სთხოვა უკრაინაში გასაწვევი ასაკის მამაკაცების დაბრუნებაში, თუმცა უარი მიიღო. „ზელენსკი ცდილობდა დახმარება მიეღო თავისი მოკავშირეებისგან უკრაინაში უფრო მეტი საბრძოლი ასაკის მამაკაცის დაბრუნებაში. ის ევროპელ კოლეგებს დახმარებას სთხოვდა ორმხრივი შეხვედრების დროს. თუმცა, ევროპელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ არ გააგზავნიან უკრაინაში ლტოლვილებს, ვიდრე ომი გრძელდება“, – ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში. Bloomberg ზელენსკის ქმედებებს იმით განმარტავს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სურს მხარი დაუჭიროს ომის შედეგად განადგურებულ ეკონომიკას და დაუპირისპირდეს რუსეთს. თუმცა, ახლა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა მუშების დეფიციტს განიცდის. კერძოდ, არც პოლონეთს და არც ჩეხეთს არ სურთ უკრაინელების…

მეტი...

ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ქართველმა მოჭიდავემ, 60კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში, ნიდერლანდელ ლაუინას 8-0 აჯობა. იქამდე, ლოლუამ იორდანიელ აბუნასეერს 8-0 და უზბეკ უილდოშიევს 9-1 მოუგო. მისი მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი ჯავადოვი იქნება.

მეტი...

მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა

მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა. როგორც დიდუბის მეტროსადგურში მყოფი მოქალაქე ამბობს, დაახლოებით 10 წუთია, მოქალაქეებს მეტროში ჩასვლის უფლებას არ აძლევენ. რა გახდა შეფერხების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მატარებელი ავარიულადაა გაჩერებული ავლაბრის მეტროში.

მეტი...

სახლში შეჭრილმა მძარცველმა მოკლა 70 წლის ქალი, რომელსაც მეზობელმა სახლი მოსავლელად დაუტოვა – სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სამტრედიაში ცივი იარაღით 70 წლის ქალი მოკლეს. მოხუცს ქალაქიდან გასულმა მეზობელმა სახლი მოსავლელად დაუტოვა. მეზობლის სახლში შინაური ფრინველის გამოსაკვებად გადასულ 70 წლის ქალს კი ადგილზე მძარცველი დახვდა. მამაკაცი მეზობლის სახლში, სავარაუდოდ, ქურდობის მიზნით შევიდა, სახლის მეპატრონე ქალმა ის იცნო, რის გამოც მამაკაცმა სახლის პატრონს ნაჯახით ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველების ცნობით, სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

,,უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1 260 კვ.კმ-სა და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს” – სირსკი

,,უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1 260 კვადრატულ კილომეტრსა და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს”, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. ,,თავდაცვის ძალების დაჯგუფებები კურსკის მიმართულებაზე შეტევით თავდაცვას აწარმოებენ. ამის მიზანია უსაფრთხოების ზონის შექმნა და სუმის ოლქში სამოქალაქო ობიექტების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან დაბომბვის შეწყვეტა, ასევე მოწინააღმდეგისთვის დასწრება. კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევის წარმოების პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის თავდაცვის 28-დან 35 კილომეტრამდე სიღრმეში შევიდნენ, დაიკავეს ტერიტორიის 1 263 კვადრატული კილომეტრი და კონტროლი 93 დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს”, – განაცხადა სირსკიმ.

მეტი...

,,ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა პალესტინის აღიარებას უნდა დაედოს საფუძვლად” – ეგვიპტის პრეზიდენტი

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას უნდა დაედოს საფუძვლად. „ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს მასშტაბურ საერთაშორისო აღიარებას უნდა დაედოს საფუძვლად, უნდა რეალიზებულ იქნას ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილება, როგორც რეგიონში სტაბილურობის ძირითადი გარანტი“, – თქვა ეგვიპტის პრეზიდენტმა. მან აგრეთვე ბლინკენი გააფრთხილა, რომ ღაზაში მიმდინარე ომმა შესაძლოა რეგიონული ხასიათი მიიღოს. ცნობისთვის, ბლინკენი ეგვიპტეს ისრაელში ვიზიტის შემდეგ ესტუმრა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის მთავარ მიზანს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაში წვლილის შეტანა…

მეტი...

მესამე დღეა როსტოვის ოლქში ვერ აქრობენ უკრაინის შეტევით გამოწვეულ ხანძარს

რუსეთის როსტოვის ოლქში დიზელის საწვავის ბაზაზე გაჩენილ ხანძარს მესამე დღეა ვერ აქრობენ. ხანძრის მიზეზი უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა გახდა. რუსული მედიის ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტიდან მისი ფართობი გაიზარდა და ამჟამად 10 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. ცეცხლის ქრობაში 600 მეხანძრე და 150 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს. ბაზაზე არსებული 74 რეზერვუარიდან 22 იწვის და მათი ჩაქრობა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე ვერ მოხერხდება. ხანძრის ქრობისას მომხდარი აფეთქების დროს 41 მეხანძრე დაშავდა. მათგან 18 საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

,,პარტნიორებს შორის გამბედაობის ნაკლებობა იმის მიზეზია, რომ პუტინი ჯერ კიდევ არ ეძებს მშვიდობას” – ზელენსკი

,,პარტნიორებს შორის გამბედაობის ნაკლებობა იმის მიზეზია, რომ პუტინი ჯერ კიდევ არ ეძებს მშვიდობას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, პარტნიორებს რომ გაეუქმებინათ რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენებაზე არსებული შეზღუდვები, მაშინ არ იქნებოდა საჭირო ოპერაცია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო ბაზები, აეროდრომები, ლოგისტიკა და სხვა სამხედრო ობიექტები უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის სრულიად სამართლიანი სამიზნეებია. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების აუცილებლობა, რადგან რუსეთის ნავთობის ტანკერების „ჩრდილოვანი ფლოტი“ და ურთიერთობა ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ახალ გამოწვევად იქცა.

მეტი...

,,ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და ხალხს, ვისაც ეუბნებოდი, პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედიო, აუხსენი, რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი” – ანა წითლიძე ხატია დეკანოიძეს მიმართავს

,,ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს, ვისაც მელიასთან ერთად შეხვედრებზე ეუბნებოდი – პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედი, „ქოცებს“ შეეკრნენ, ენმ-ში მხოლოდ ბელადომანები დარჩნენო და კიდეც ათას სისაძაგლეს კადრულობდი, აუხსენი, რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებით წერს. როგორც ანა წითლიძე აღნიშნავს, ხატია დეკანოიძე საპარლამენტო სიის ხათრით დაბრუნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. „პირადი ეგოს დამარცხების დროაო და იმედია, შენ დაამარცხე ეგ პირადი ეგო და საპარლამენტო გამსვლელის სიის ხათრით არ შეიწმინდე და არ მოხვედი უკან. თუმცა მე ზუსტად ვიცი, რომ მაგის ხათრით…

მეტი...

ტრამპის თქმით, თუ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, ის შედეგებს აღიარებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ CBS News-თან საუბარში განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ დარწმუნდება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. „ვფიქრობ,თუ წავაგებ, ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხება, როგორიც მანამდე არ ენახა, როგორც ეს 1929 წელს მოხდა. თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, უსათუოდ, მე მათ შედეგებს ვაღიარებ“, – თქვა მან. ტრამპმა განმარტა, რომ მისთვის სამართლიანი ნიშნავს, როცა ყველა ხმა სამართლიანად არის დათვლილი. „ეს ნიშნავს, რომ ისინი არ თაღლითობენ, არ აგდებენ ზედმეტ ბიულეტენებს და არ აწესებენ ახალ წესებსა და დებულებებს, რისი უფლებამოსილება მათ არ აქვთ“, – დასძინა ტრამპმა.…

მეტი...

მსოფლიოს უხუცესი ქალი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოს უხუცესი ქალი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარია ბრანიას მორერა აშშ-ში 1907 წელს დაიბადა. ქალი ესპანეთში ცხოვრობდა. გინესის მსოფლიო რეკორდი, როგორც მსოფლიოს უხუცეს ადამიას, მარიას 2023 წლის იანვარში მიანიჭეს, მას შემდეგ, რაც ფრანგი მონაზონი, ლუსილ რანდონი 118 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, მარიას გარდაცვალების შემდეგ, უხუცესი ადამიანის სტატუსს 116 წლის იაპონელი ტომიკო იტოოკა მიიღებს.

მეტი...

სამტრედიაში მკვლელობა მოხდა

სამტრედიაში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა, თუმცა მოტივი უცნობია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, სავარაუდო დამნაშავე კი იდენტიფიცირებულია, თუმცა მიმალვაშია.

მეტი...

გერმანია უკრაინას წლის ბოლომდე IRIS-T ტიპის ოთხ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას მიაწვდის

გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა წლის ბოლომდე უკრაინას IRIS-T ტიპის ოთხი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდოს. „გერმანია აბსოლუტურად ერთგული რჩება, ოლაფ შოლცი სიტყვას იძლევა, რომ უკრაინის მხარდაჭერა იმდენხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება, არავის, განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ შევასუსტებთ ჩვენს ვალდებულებებს“, – თქვა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ვოლფგანგ ბიუხნერმა. გარდა ამისა, გერმანია უკრაინას მიაწვდის Gepard-ის ტიპის 10 საზენიტო დანადგარს, 16 თვითმავალ ჰაუბიცას, Leopard-ის ტიპის 10 საბრძოლო ტანკს, საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს და აგრეთვე რამდენიმე ათასს საარტილერიო და ტანკისთვის განკუთვნილ ჭურვებს.    

მეტი...

მსახიობი მაიკლ მედსენი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს

ლოს-ანჯელესის პოლიციამ ამერიკელი მსახიობის, მაიკლ მედსენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. BBC-ის ცნობით, 66 წლის მსახიობი საკუთარ სახლში ცოლთან უთანხმოების შემდეგ დააკავეს. დეანა მედსენმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ქმარმა ის სახლიდან გააგდო. მსახიობი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. „ეს იყო უთანხმოება მაიკლსა და მის ცოლს შორის, რომელიც, იმედია მალევე დადებითად გადაწყდება“, – განუცხადა მსახიობის წარმომადგენელმა მედიას. თვითონ მედსნეს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მაიკლ მედსენი ცნობილია კვენტინ ტარანტინოს ფილმებში შესრულებული. კერძოდ, მან ითამაშა სურათებში: „ცოფიანი ძაღლები“, „მოკალი ბილი“, „საძულველი რვიანი“, „ერთხელ ჰოლივუდში“. მაიკლის და დეანას ქორწინება უკვე 28 წელია გრძელდება. წყვილს სამი ვაჟი გაუჩნდა.…

მეტი...

ტრამპის განცხადებით, ჰარისმა 4 სექტემბერს მასთან დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა ოპონენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა მასთან 4 სექტემბერს დაგეგმილ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. „ამხანაგმა კამაპა ჰარისმა გვამცნო, რომ ის 4 სექტემბერს Fox News-ის ეთერში დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. მე მოვლენათა ამგვარი განვითარებით გაოცებული არ ვარ, იმიტომ რომ ვგრძნობ, რომ მან იცის, რომ მისთვის რთული იქნება საკუთარი რეკორდული რაოდენობის გადათქმების დაცვა“, – დაწერა ტრამპმა. ტრამპის თქმით, 4 სექტემბერს დაგეგმილი დებატების ნაცვლად ის Fox News-ის ეთერში წამყვან შონ ჰენიტისთან შოუს წაიყვანს, რომელიც პენსილვანიის შტატში გაიმართება. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მეტი...

მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, იზრდება ტყის ხანძრების რისკი – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112″-ში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,უკრაინას ნატოში გაწევრიანება ოკუპირებული ტერიტორიებითაც შეუძლია” – ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატოში შეიძლება მიიღონ მაშინაც კი, თუ მისი ტერიტორიების ნაწილი კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იქნება. „არ ვფიქრობ, რომ მთელ ტერიტორიაზე კონტროლის სრულად აღდგენა აუცილებელი პირობა იყოს. თუ იქნება დემარკაცია, თუნდაც რაიმე სახის ადმინისტრაციული საზღვრის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს, როგორც დროებითი და მივიღოთ უკრაინა ნატოში იმ ტერიტორიით, რომელსაც ის აკონტროლებს იმ მომენტისთვის“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა. პაველმა გაიხსენა, რომ გერმანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 1955 წელს მიიღეს, თუმცა ქვეყნის ნაწილი საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული იყო. „ამიტომ, ვფიქრობ, არსებობს გამოსავალი, როგორც ტექნიკურად, ასევე იურიდიულად, რომ უკრაინის ნატოში…

მეტი...

„ჩვენ რა ვქნათ უშენოდ ძმაო?!“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ

ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმელი ახალგაზრდა თორნიკე კურცხალიძე დაიღუპა. ,,გურია ნიუსის” ცნობით, ბიჭი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, ელექტრობოძს დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, მოტოციკლისტი გარდაცვლილი დახვდა. „თოკო, დაუჯერებელია შენი წასვლა. უფალმა ნათელში გამყოფოს“. „სულ იღიმოდი, მაგარი კაცის სახელი გქონდა ბათუმში… მოუშუშებელი ტკივილი ოჯახის, უბნის, გვარის, მეგობრების“. ,,ჩვენ რა ვქნათ უშენოდ ძმაო?! ჩვენ ხომ ერთად ბევრი გეგმები გვქონდა, ბევრი ბედნიერი დღეები გველოდა წინ. გაგვამწარე ყველა… უშენოდ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება”. ,,ჩემი უსაყვარლესი თორნიკე, როგორ დამწყდა გული თოკო”, – წერენ ახლობლები.

მეტი...

პუტინმა საკუთარ ჯარს კურსკის ოლქის გათავისუფლება 1 ოქტომბრამდე უბრძანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ ჯარს კურსკის ოლქიდან უკრაინული შენაერთების განსადევნად 1 ოქტომბრამდე მისცა ვადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამავდროულად, პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დონბასიდან, განსაკუთრებით ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებებიდან ჯარების მოხსნა და კურსკის მიმართულებაზე გადასროლა აუკრძალა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჯარი კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აგვისტოს განაცხადა, უკრაინული ჯარი 1 250 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

მეტი...

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ისრაელი შტატების წინადადებას დათანხმდა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე, ისრაელი შტატების წინადადებას დათანხმდა. ამერიკული გეგმის მიხედვით, კონფლიქტის ზონაში უნდა შეწყდეს ცეცხლი, მოქალაქეებისთვის შეიქმნას ჰუმანიტარული ზონა, “ჰამასმა” კი მძევლები გაათავისუფლოს. პარალელურად, უნდა გაგრძელდეს დიალოგი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ისრაელის პრემიერი სამი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ. ბლინკენმა “ჰამასს” მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა, პასუხად ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ამ დიალოგის მიზანი ისრაელისთვის დროის მოგება და გენოციდის გახანგრძლივებაა. ,,პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისას დამიდასტურა, რომ ისრაელმა მოლაპარაკებების წინადადება მიიღო, რომ ის შეთანხმების მიღწევას მხარს უჭერს. ახლა “ჰამასმა” იგივე უნდა გააკეთოს. შემდეგ მხარეებმა მომლაპარაკებლების ხელშეწყობით პროცესი უნდა დაასრულონ. ზუსტად…

მეტი...

აჭარაში, ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია გამოვლინდა – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქობულეთის განყოფილებიდან შეტყობინება შევიდა უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა – სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სასტუმროში ,,magnetic beach resorts“ (ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა N379), სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ და რესტორანში „ლურჯი ტალღა“, სადაც მიირთვეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2) შეძენილი თერმულად დაუმუშავებელი ზღვის პროდუქტები. არაგეგმური ინსპექტირებისას, სასტუმროს სამზარეულოში დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 500 ლარით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.…

მეტი...

სიცილიასთან იახტის ჩაძირვის შედეგად დაკარგულთა შორის ბრიტანელი მილიარდერი მაიკ ლინჩია

იტალიაში, სიცილიასთან იახტა Bayesian-ის ჩაძირვის შედეგად დაკარგულების სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 6 ადამიანს. ცნობილია, რომ მათ შორის არიან: ბრიტანელი მილიარდერი მაიკ ლინჩი და მისი 18 წლის ქალიშვილი ჰანა, Morgan Stanley-ს საერთაშორისო ბანკის თავმჯდომარე ჯონათან ბლუმერი და მისი მეუღლე ჯუდი და ფირმა Clifford Chance-ის ადვოკატი კრის მორვილო. მედიის ცნობით, კრუიზში წასვლა ლინჩის იდეა იყო. მან ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სასამართლო დავის მოგების აღნიშვნა გადაწყვიტა. 10 წლის განმავლობაში ბიზნესმენი Hewlett Packard-თან იყო ჩაბმული დავაში, რომელმაც 2012 წელს მისი კომპანია Autonomy იყიდა და ლინჩი საბუთების გაყალბებაში დაადანაშაულა. ამასთან, საქმეზე ლინჩის…

მეტი...

რადამ უკრაინაში რუსეთის ეკლესიის საქმიანობა აკრძალა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას უკრაინაში. კანონს მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა და ის ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 30 დღეში. გარდა ერთი პუნქტისა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში, რუსეთის ეკლესიაში შემავალ სასულიერო პირებსა და ეპარქიებს, 9 თვიანი ვადა ექნებათ ოკუპანტთან კავშირის გასაწყვეტად. მიღებული კანონით, უკრაინაში იკრძალება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მას დაქვემდებარებული სტრუქტურებისა და რელიგიური ორგანიზაციების მუშაობა.

მეტი...

“უკრაინის თავდასხმების შედეგად კურსკში 17 ადამიანი დაიღუპა”-რუსული მედია

კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ბოლო მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 140-ზე მეტი დაშავებულიდან 75 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის 4 ბავშვი“ – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბრისას. ცნობისთვის, 12 აგვისტოს რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 121 დაშავდა.    

მეტი...

ისრაელი აცხადებს, რომ ავიაიერიში განახორციელეს სკოლაზე, სადაც, „ჰამასის“ მებრძოლები მოქმედებდნენ

ღაზას სექტორში ავიაიერიში განახორციელეს სკოლის შენობაზე, სადაც, მოძრაობა „ჰამასის“ მებრძოლები მოქმედებდნენ. ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ზუსტი დარტყმა მიაყენეს ტერორისტებს, რომლებიც მოქმედებდნენ მუსტაფა ჰაფტის სკოლის შენობაში განთავსებულ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრში. „ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ სისტემატურად არღვევს საერთაშორისო კანონს, მხეცურად იყენებს სამოქალაქო ინსტიტუტებს და მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს ტერორისტული საქმიანობისთვის“, – აცადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. მათი მტკიცებით, ავიაიერიშამდე მიიღეს ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების რისკის შესამცირებლად და სამხედროებმა ზუსტი მართვადი ჭურვები გამოიყენეს.  

მეტი...

სიცილიაში იახტა ჩაიძირა- დაღუპულია ერთი ადამიანი, ექვსი დაკარგულად ითვლება

სიცილიის სანაპიროსთან ძვირად ღირებული იახტის ჩაძირვის შედეგად ერთი ადამიანი  დაიღუპა და ექვსი დაკარგულად ითვლება. იახტა ძლიერ ტორნადოში მოყვა და პალერმოს ახლოს, 50 მეტრში ჩაიძირა. დაკარგულთა შორის არიან ბრიტანელი ბიზნესმენი მაიკ ლინჩი და მისი 18 წლის ქალიშვილი; ასევე, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „მორგან სტენლის“ თავმჯდომარე ჯონათან ბლუმერი. იახტაზე ბრიტანეთის, ამერიკის, კანადის, შრი ლანკისა და ირლანდიის მოქალაქეები, სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა. 15 მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. აქედან რვა ჰოსპიტალიზებულია, მათ შორისაა ერთი წლის ბავშვიც. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

მეტი...

“დონალდ ტრამპზე თავდასხმის უკან ირანი დგას”- აშშ-ის დაზვერვა

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან ირანი დგას. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და სხვა ფედერალურმა სააგენტოებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ირანმა აშშ-ის არჩევნებში ჩარევა უთანხმოების გაღვივებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შელახვის მიზნით განახორციელა. „დაზვერვა დარწმუნებულია, რომ ირანელებს სოციალური ინჟინერიისა და სხვა ძალისხმევის დახმარებით პირდაპირი წვდომა ჰქონდათ ორივე პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო კამპანიაზე“- ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში. დაზვერვის ინფორმაციით, ეს ქმედებები მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს აშშ-ის საარჩევნო პროცესებზე, რადგან ირანი საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აღიქვამს.  

მეტი...