ისმაილ ჰანიე თეირანში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა – NYT

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე ბომბის აფეთქების და არა სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა. The New York Times-ის ინფორმაციით, ბომბი იმ სახლში, სადაც ჰანიე იყო დაბინავებული, დაახლოებით 2 თვის წინ დაამონტაჟეს. სახლი თეირანის პრესტიჟულ უბანში მდებარე კომპლექს „ნეშათის“ ნაწილი იყო. მას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იცავდა.

გამოცემას ხუთმა წყარომ განუცხადა, რომ ბომბი დისტანციურად აამოქმედეს, მაშინ როდესაც დადასტურდა, რომ ჰანიე იმ სახლში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ ჰანიე იმ სახლში პირველად არ რჩებოდა.

„ჰამასის“ წარმომადგენელი ირანში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. „ჰამასმა“ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა, თუმცა ისრაელს მკვლელობასთან კავშირი არ უღიარებია.

მსგავსი თემები