„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების პირველი განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. ინფორმაციას, საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. საკონსტიტუციოში ე.წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ ოთხი სარჩელია შესული. სარჩელები პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა შეიტანეს.
მეტი...დღე: აგვისტო 27, 2024
„დღეიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია”- ცეესკოს პრესსპიკერი
26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება, დღეიდან კი ოფიციალურად დაიწყო არჩევნების ორგანიზებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღესვე გაიმართა ცესკო-ს სხდომა, სადაც რამდენიმე განკარგულება მიიღეს. „დღეიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის. ამასთან, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის…
მეტი...გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობისთვის, ხანძარი, ცოტა ხნის წინ, გლდანში, მე-5 მიკრო რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე
მეტი...მამარდაშვილი „ლივერპულის“ ლოგოთი პირველად გამოჩნდა
„ლივერპული“ და „ვალენსია“ ჯერ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ტრანსფერს ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა უკვე გავრცელდა ფოტო, რომელზეც ქართველი მეკარის ფორმას ინგლისური გრანდის ლოგო აქვს. „სიახლე – გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფერებში პირველად გამოჩნდა“, – სოციალურ ქსელში პოსტს გამოცემა Tribuna deportiva-ს ჟურნალისტი სალვა გომესი აქვეყნებს. გიორგი მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება გუშინ „ლივერპულის“ წარმომადგენლის და საკუთარი აგენტის, ლევან სეთურიძის მეთვალყურეობით გაიარა, ხოლო კონტრაქტი „ლივერპულთან“ ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. თუმცა, ცნობილია, რომ „ლივერპული“ და „ვალენსია“ ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და საკითხი დახურულია, ფაბრიციო რომანოს თქმით კი, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. გარიგება 35 მილიონი ევროს საფასურად შედგა.
მეტი...ქართველმა მკლავჭიდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 143 მედალი მოიპოვეს
მოლდოვაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა პარასპორტსმენებისთვისაც, მათ ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
მეტი...“დღეს პუტინთან დიალოგი უშინაარსოა, უაზროა”- ვოლოდიმირ ზელენსკი
“ახლა პუტინთან დიალოგს აზრი არ აქვს”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინთან დიალოგი უშინაარსო და უაზროა. „პუტინთან არა მხოლოდ კომპრომისები, არამედ პრინციპში, დღეს პუტინთან დიალოგი უშინაარსოა, უაზროა, რადგან მას ომის დიპლომატიური გზით დასრულება არ სურს. როგორც ჩანს, ის დიპლომატიურად მზადაა, მაგრამ (ამ შემთხვევაში აუცილებელია) მისთვის ჩვენი მიწის 30%-ის გადაცემა. ვფიქრობ, ამ საკითხში მასთან ერთად თამაში არ შეიძლება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მეტი...“უკრაინის შეჭრა რუსეთში მესამე მსოფლიო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს”-ტრამპი
დონალდ ტრამპის მიიჩნევს, რომ უკრაინის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე მესამე მსოფლიო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს. ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. „შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში. ისინი შეიჭრნენ რუსეთში. თქვენ გექნებათ მესამე მსოფლიო ომი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპმა აღნიშნული განცხადებები გააკეთა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე დაესწრებოდა მემორიალურ ღონისძიებას არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე აშშ-ის ცამეტი სამხედრო მოსამსახურის პატივსაცემად, რომლებიც 2021 წელს, ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის დროს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. ღონისძიებაზე გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების ქაოსური გამოყვანა მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილურობასთანაა დაკავშირებული.
მეტი...“ჩვენ გვაქვს საკუთარი პოლიტიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ”- ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ბირთვულ პოლიტიკას აზუსტებს. ლავროვის თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები კარგად არიან ინფორმირებული ამ პროცესის შესახებ. „ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი სამხედრო პოლიტიკა, მათ შორის, პოლიტიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, რომელიც, სხვათა შორის, ამჟამად ზუსტდება და ამერიკელი წარმომადგენლები კარგად არიან ინფორმირებული ამის შესახებ“ – განაცხადა ლავროვმა. სერგეი ლავროვის განცხადებით, შანტაჟის ტოლფასია კიევის მოთხოვნა, მიეცეს უფლება შორ მანძილზე მოქმედი დასავლური შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ.
მეტი...დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის და სხვისი ნივთის განადგურების ფაქტებზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთის განადგურების ფაქტებზე კიდევ ადამიანს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეს მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი ავტომანქანა დაუწვეს. „დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვაში დახმარება, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისი ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), 187-ე მუხლის…
მეტი...იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი იყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას იკავებდა. ასევე, იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე. სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში – ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება“- ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...“არჩევნები იქნება რეფერენდუმის ტოლფასი-ევროპა თუ რუსეთი”- პრეზიდენტი
“უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი – ევროპა თუ რუსეთი” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, სადაც ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა. „არჩევანი გვექნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის. რუსეთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად სულის გაყიდვის ფასად დამორჩილება თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენა და იქ ჩვენი სახელის, მიწის, ისტორიისა და შესაძლებლობების გატანა და საქართველოს სათანადო წარდგენა, თავისუფალ მშვიდობიან გარემოსა და სამყაროში! ეს არჩევნები მეორედ არ დაგვიდგება. ეს არჩევნები საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდება! უკვე გვესმის ხელისუფლების ყველა დონეზე გაჟღერებული მუქარა, გვაშინებენ ხან კანონით, მახვილით,…
მეტი...„29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა”- სალომე ზურაბიშვილი
„29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, საკუთარ ხალხს, ახალგაზრდობასა და ქვეყნის პატრიოტებს ომი გამოუცხადა ქვეყნის შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს“ – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტი ამბობს, მან ყველას მოღალატეობა დააბრალა. „მცხეთიდან საარჩევნო კამპანია გაიხსნა, [„ქართული ოცნება“] საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში დაჰპირდა შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანთა დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ დიქტატურას, დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება, სხვებს კი რაღა დარჩებათ, ქვეყნიდან წასვლის უფლება? არჩევანი გვექნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას…
მეტი...გლდანში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია
გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ხანძარი მეხუთე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
მეტი...პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები: საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 2024 წლის 26 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ. შესაბამის განკარგულებას სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე ბრიფინგზე მოაწერა ხელი. „პირველ რიგში, მინდა, თქვენი თანდასწრებით ხელი მოვაწერო განცხადებას, რითაც ინიშნება სამომავლო არჩევნები 26 ოქტომბერს. ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, ამიტომ, როგორც…
მეტი...კარნავალზე, დანებით 11 ადამიანი დაჭრეს, ერთს მჟავა შეასხეს – დაკავებულია 300-ზე მეტი ადამიანი
ლონდონში, 25-26 აგვისტოს გამართულ კარიბის კარნავალზე დანებით 11 ადამიანი დაჭრეს, კიდევ ერთს მჟავა შეასხეს. სამი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის არის 32 წლის ქალი, რომელიც კარნავალზე პატარა ბავშვით იყო მისული. ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ პოლიციის ანგარიშში არაფერია ნათქვამი. სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო 53-მა პოლიციელმა. მთლიანობაში დღესასწაულის განმავლობაში დააკავეს 330 ადამიანი. მათ ძირითადად ბრალი წაუყენეს იარაღისა და ნარკოტიკების შენახვაში, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმაში, ჩხუბსა და სექსუალიზებულ ძალადობაში. ,,ჩვენ დავიღალეთ ყოველწლიურად ერთი და იმავე სიტყვების გამეორებით. ჩვენ დავიღალეთ ოჯახებისათვის იმის თქმით, რომ მათმა ახლობლებმა სერიოზული ან კიდევ უფრო უარესი დაზიანებები…
მეტი...,,ვუბარებ ჩიტუნას” – რა ანდერძი დაუტოვა მეუღლეს მამა თეიმურაზმა
მამა თეიმურაზ ქორიძე რომ ლექსებს წერდა და ჩანაწერებს აკეთებდა, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის ფეისბუქგვერდი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მოძღვარი კითხულობს საკუთარ ლექსს სახელწოდებით ,,ანდერძი”, რომელსაც ის მეუღლეს უძღვნის. ლექსს წამძღვარებული აქვს ფრაზა: ,,ვუბარებ ჩიტუნას, რომელიც ჩემს გულში დაუკითხავად შემოფრინდა და სამუდამოდ დაიდო ბინა”.
მეტი...,,სექტემბერში, ბაიდენს უკრაინის გამარჯვების გეგმას წარვუდგენ, მას გადავცემ ჰარისსა და ტრამპსაც” – ზელენსკი
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევს აქვს რუსეთთან ომის დასრულების, უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის გადასცემს ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს. ზელენსკის თქმით, ფიქრობს, რომ გეგმას აშშ-ის პრეზიდენტს სექტემბერში წარუდგენს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ გეგმის წარმატება დამოკიდებულია მისცემენ თუ არა უკრაინას მას, რასაც ეს გეგმა მოიცავს. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკის რეგიონში, ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია. ამის შესახებ მან ფორუმ ,,უკრინა 2024. დამოუკიდებლობა-ს” ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის ჰკითხეს, მართლაც ჩაიშალა თუ არა კატარში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების…
მეტი...ცეკვა-ცეკვით მომზადებული ნამდვილი ჩინური ჩაი (ვიდეო)
,,უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას და უკვე შექმნა თავისი პირველი ბალისტიკური რაკეტა. „რა არის უკრაინის სხვა მოვლენები? მე ვფიქრობდი, რომ ნაადრევი იყო ამაზე საუბარი, მაგრამ. პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარმატებული იყო. ვულოცავ ჩვენს სამხედრო ინდუსტრიას”, – აღნიშნა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
მეტი...მარკ ცუკერბერგი ბაიდენის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს
კომპანია Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჯიმ ჯორდანს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19 თემის გამო მასზე და მის გუნდზე ზეწოლას ახდენდა. საქმე ეხება 2021 წლის მოვლენებს. როგორც ცუკერბერგი წერს, მას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ და COVID-19-თან დაკავშირებული კონტენტის, იუმორისა და სატირის ჟანრის ინფორმაციის ჩათვლით, ცენზურას სთხოვეს. „მე მჯერა, რომ მთავრობის ზეწოლა იყო არასწორი, და მე ვნანობ, რომ ამაზე უფრო ადრე და გულახდილად არ ვისაუბრეთ. მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ კონტენტის სტანდარტების გათვალისწინებით კომპრომისებზე არცერთ ადმინისტრაციასთან არ უნდა…
მეტი...გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა – სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება კახეთში ცოფის შემთხვევების დაფიქსირებას და ამბობს, რომ მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა (ლაბორატორიული კვლევის ოქმი #5408 – 05.08.2024; #5522 – 08.08.2024). დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. ცოფის პრევენციის მიზნით, ვაქცინირებულია 770 ცხოველი, ჩატარდა დეზინფექცია, ცხოველთა ჯანმრთელობაზე მიმდინარეობს სისტემატური მონიტორინგი. ,,არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის ჯანდაცვის სამსახურს. მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით, ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდა 185 000 შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა), მათ შორის, კახეთის რეგიონში ვაქცინირებულია…
მეტი...,,უკრაინა კურსკის ოლქში 100-მე მეტ დასახლებას აკონტროლებს, ტყვედ აიყვანეს 594 რუსი სამხედრო” – სირსკი
,,რუსეთმა კურსკის რაიონში 30 000-მდე სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანა და ეს მაჩვენებელი იზრდება”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე საუბრისას. მისი თქმით, კურსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციის ჩატარების ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ეს იყო – მტრის მნიშვნელოვანი ძალების სხვა მიმართულებებიდან გაყვანა ,,პირველ რიგში ეს ეხება პოკროვსკის და კურახივის მიმართულებებს” – ამბობს სირსკი. მისივე თქმით, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან უკრაინამ ტყვედ აიყვანა 594 რუსი სამხედრო და აკონტროლებს 100-ზე მეტ დასახლებას, ანუ 1294 კვადრატულ კილომეტრს. „დღეისთვის ჩვენ ავიღეთ კონტროლი 1294 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე – ეს არის 100 დასახლება. ასევე, მნიშვნელოვნად…
მეტი...კობა კობალაძემ დანიის სამეფოში ,,ლაიონს კლუბების” (LIONS CLUBS INTERNATIONAL) საქართველოს კოორდინატორთან, ბენტ იესპერსენთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ,,ლაიონს კლუბების” (LIONS CLUBS INTERNATIONAL) საქართველოს კოორდინატორთან, ბენტ იესპერსენთან. კობა კობალაძემ ისაუბრა ,,ლაიონს კლუბებისა” (LIONS CLUBS INTERNATIONAL) და ,,ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა – საქართველოს“ მხარდაჭერით, ქართველი ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის განხორციელებულ საქველმოქმედო სამედიცინო აქციებზე. „ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს“ განსაკუთრებული წვლილი შეაქვს სამსახურის ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლების განმავლობაში, კლინიკამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 34 საქველმოქმედო აქცია განახორციელა. პირველადი, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა 2841 ბენეფიციარს, ხოლო, 57 ვეტერანს, პირველადი გამოკვლევების შედეგად, _ოპერაციული მკურნალობა;…
მეტი...ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება
ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება. მან მეორე ბრძანებულებაც გამოსცა, რომლის თანახმადაც დროებითი ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრი დიმიტარ გლავჩევი იქნება. ბულგარეთში 2021 წლიდან პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანაში ექვსი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, თუმცა სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება დღემდე ვერ ხერხდება.
მეტი...მდინარე ლიახვში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მდინარე ლიახვში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ,,ეხოკავკაზას” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მას შემდეგ რაც ცხედარი აღმოჩინეს, ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსელ კოლეგებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში აცნობა და გამოითხოვა ინფორმაცია, გაუჩინარდა თუ არა ვინმე სამხრეთ ოსეთში. ამ დროისთვის, ინფორმაციის გადამოწმება ხდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთში დაკარგულად მხოლოდ ერთი ადამიანი ითვლება, ვადიმ აჯიევი. კაცი მიმდინარე წლის მაისში გაუჩინარდა.
მეტი...ილონ მასკის შეფასებით, კომპანია Meta-ზე ზეწოლა აშშ-ის კონსტიტუციის დარღვევაა
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი Meta-ს დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის წერილს ზეწოლასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმე, შესაძლოა, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევას ეხებოდეს. პირველი შესწორების თანახმად, აშშ-ის კონგრესი არ უნდა უჭერდეს მხარს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმასა და მის შეზღუდვას. მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჯიმ ჯორდანს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19 თემის გამო მასზე და მის გუნდზე ზეწოლას ახდენდა. საქმე ეხება 2021 წლის მოვლენებს.
მეტი...თანხის გამოძალვაში დახმარება, მუქარა და მანქანის დაწვა მარნეულში – სამ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთის განადგურების ფაქტებზე, კიდევ სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი ავტომანქანა დაუწვეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ხოლო ორი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა. აღსანიშნავია, რომ ამავე სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის…
მეტი...სუდანში, კაშხლის გარღვევამ რამდენიმე სოფელი დატბორა – არის მსხვერპლი
სუდანის აღმოსავლეთ ნაწილში კაშხალი გაირღვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ხუთი სოფელი განადგურდა. ვარაუდობენ, რომ დაღუპულია ათობით ადამიანი. „როიტერის“ ცნობით, ძლიერმა გადაუღებელმა წვიმამ ქვეყანაში წყალდიდობა და არბაატის კაშხალში წყლის დონის მკვეთრი მატება გამოიწვია. კაშხალი სასმელი წყლის მთავარი წყარო იყო ქალაქ პორტ-სუდნაისთვის, სადაც ქვეყნის მთავარი პორტი და მოქმედი აეროპორტი მდებარეობს. ადგილობრივ გარემოს დამცველთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქალაქს სასმელი წყლის დეფიციტი ელოდება. სუდანში კაშხლების, გზებისა და ხიდების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაში იყო ჯერ კიდევ სუდანის არმიისა და გასამხედროებულ ჯგუფებს შორის 2023 წლის აპრილში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ინფრასტრუქტურის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
მეტი...პროკურატურამ მარტვილში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მარტვილში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელი მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...ჩრდილოეთ კორეა დასჯის სპორტსმენებს, რომლებმაც ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეელებთან სელფი გადაიღეს
ჩრდილოეთ კორეა ოლიმპიურ სპორტსმენებს, რომლებმაც სამხრეთ კორეელ სპორტსმენებთან ერთად პარიზის ოლიმპიადაზე სელფი გადაიღეს, დასჯის. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენების გაღიმებულ სახეებში იდეოლოგიური დივერსია აღმოაჩინა. როგორც ცნობილია, სპორტის სამინისტრო ,,იდეოლოგიურ ექსპერტიზას“ ჩაატარებს და გადაწყვეტს, როგორ დაისაჯოს სპორტსმენები.
მეტი...,,მკაფიოდ ვაცხადებ: რუსეთი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას უკრაინაში” – ბაიდენი
რუსეთის გუშინდელ მასშტაბურ თავდასხმას უკრაინაზე 7 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. რუსულმა ძალებმა 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს, რომელთაგან 102 რაკეტა და 99 დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, ოკუპანტი ქვეყნის სამიზნე უკრაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკული ობიექტები იყო. მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის აუცილებელი სამხედრო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გადაცემას განაგრძობს. ,,დღეს დილიდან რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რაკეტებითა და დრონებით შეუტია. უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ აღმაშფოთებელმა თავდასხმამ გამოიწვია უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა და მიზანში…
მეტი...საქართველოს საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე – 1984 წელს დაბადებული ი.ა., 1990 წელს დაბადებული ფ.ა., 1987 წელს დაბადებული ა.გ., 1988 წელს დაბადებული მ.ი. და 1980 წელს დაბადებული ჰ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. ,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი”, – წერია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით…
მეტი...სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო და ფული აღმოაჩინეს
მებაჟე ოფიცრების მიერ სარფში კანონდარღვევის ფაქტები გამოვლინდა – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. კერძოდ, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და 40 000 აშშ დოლარი: ,,მიმდინარე წლის 22 – 25 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური ასევე, ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 402,08 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 47 214,18 ლარი შეადგინა. აღნიშნულ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრების მიერ კიდევ ერთი კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა – უცხო…
მეტი...გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. სოფელ მელაანში ძაღლმა მცირეწლოვანი ბავშვი დაკაწრა, 10 დღის შემდეგ ცხოველი ოჯახისთვის საეჭვო მდგომარეობაში დაიღუპა, რის გამოც ადგილობრივები სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდნენ. ოჯახის ყველა წევრი, ვისაც დაავადებულ ძაღლთან ჰქონდა შეხება, აიცრა. მელაანიდან და მიმდებარე სოფელ ჩალაუბნიდან მიუსაფარი ძაღლები ინტერმუნიციპალურ სააგენტოში გადაიყვანეს. თავშესაფარში 90 ძაღლი მოათავსეს, საიდანაც 14 დაიღუპა, თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული. დამუშავდა საეჭვო ტერიტორიები, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. ,,ბავშვი დაჩხაპნა, მაშინვე წაიყვანეს ასაცრელად, როცა აცრეს, გააფრთხილეს, დააკვირდით ძაღლს, რა მდგომარეობაში იქნებაო, 10 დღის მერე ეს ლეკვი მოკვდა, მერე დაადგინეს რომ ჰქონდა და მერე ყველა აცრეს. დადიოდნენ, ძაღლი,…
მეტი...ხმელ სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქ. ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ნთკ 2016-დან” (მისამართი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. #4) ხმელი სუნელის (დამზადების თარიღი: 18.07.2024 წელი) ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ,,ლაბორატორიიდან მიღებული გამოცდის ოქმით დასტურდება, რომ ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობამ შეადგინა 9323 მგ/კგ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმას. ობიექტში განთავსებული სუნელი დაილუქა, ბიზნესოპერატორს აეკრძალა ხმელი სუნელის კონკრეტული პარტიის რეალიზაცია და დაევალა დასახელებული სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება და გამოთხოვილი სურსათის შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე, წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის…
მეტი...ალასკაზე მეწყერი ჩამოწვა, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი
ალასკაზე, ტურისტულ ქალაქ კეტჩიკანში მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი ადამიანი. ადგილობრივი საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა ხუთამდე სახლი. დაახლოებით 40 საცხოვრებლიდან ევაკუაციის განკარგულებაა გაცემული. სტიქიის ზონაში ათობით სახლს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „კეტჩიკანში ჩემი 65-წლიანი ცხოვრების განმავლობაში ასეთი მასშტაბის მეწყერი არასდროს მინახავს“, – განაცხადა ქალაქის მერმა, დეივ კიფერმა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მეწყრის ჩამოწოლის ადგილის მიმდებარე რაიონში მდგომარეობა არასტაბილური რჩება, არსებობს მეწყრის განმეორების საფრთხე, ამიტომ საგანგებო სამსახურები მზადყოფნაში არიან. მეწყერი ალასკის ქალაქში ძლიერ წვიმას მოჰყვა.
მეტი...