,,დავაარსებთ სამრევლო სკოლას და ლექციებს წავიკითხავ“ – მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სინოდის წევრებთან შეხვედრისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერს:

„არ ვიქნები მართალი, რომ ეს არ ვთქვა… ვიცი, უამრავ ადამიანს აინტერესებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი ახლობელია, მეგობარი და ტაძრის წევრი…

დღეს ვიყავი საპატრიარქოში მისული, შეხვედრა მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან. საუბარს ესწრებოდნენ: მეუფე შიო, მეუფე იოანე, მეუფე ანდრია, მეუფე თეოდორე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.

მადლიერი ვარ ყველა მათგანის, მათაც ვუთხარი, მაგრამ საჯაროდაც მსურს მადლიერება გამოვხატო… მეტი გაგება, მოსმენა და მსჯელობა უბრალოდ, შეუძლებელია…
ბევრი დაფიქრება და ანალიზი მჭირდება, სად და როგორ მინდა ვიყო…
მეუფე შიო ყოველთვის გამოირჩევა გულისხმიერებით და გაგების უნარით…
ამ ეტაპზე წირვა-ლოცვის ჩატარება შეჩერებულია, უნდა ვიფიქრო, მაგრამ ვბრუნდები ტაძარში და მეუფე შიოს დახმარებით, დავაარსებთ სამრევლო სკოლას, ლექციებს წავიკითხავ საქართველოს ისტორიაში, კატეხიზმოსა და ქართულ ლიტერატურაში!…

Lela Merabishvili, ყველაზე მეტად შენ გილოცავ, ვიცი, რა ბედნიერი იქნები… ანასაც უთხარი და დანარჩენებსაც, ვისაც ახარებს ეს ფაქტი!…მადლობა იესოს და ყველას, ვინც დღეს შემხვდა!..“, – წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები