რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი ვესელოე დაიკავეს

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი ვესელოე დაიკავეს. საოკუპაციო ძალებს წინსვლა აქვთ დოენცკის ოლქში დასახლებებთან: ლისიჩნოესთან, ივანოვკასთან, სერგეევკასა და ჟელანოესთან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული პორტალი Deep Stat-ი ავრცელეს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალების იერიში 11 მიმართულებით, განსაკუთრებით მძაფრად კი დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებით ხორციელდებოდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 127 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

მსგავსი თემები