„ქედს ვიხრი შენს წინაშე, გაგიმარჯოს მაგარო კაცო. თუ როდესმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა“ – მელიტა ფურცელაძე

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ძიუდოისტის გამარჯვებას, მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

„გილოცავ, ჩემო ლაშა, თუ როდისმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა, მაგრამ ახლა ვტირი სიხარულით, შენ ჩემი შვილის გულშემატკივარი იყავი, დღეს მე ორმაგად გგულშემატკივრობ ჩემი და ლევანიკოს სახელით.

“რა მაგარი კაციაო“ – ამბობდა, ხოდა გაგიმარჯოს „მაგარო კაცო“

ქედს ვიხრი შენს წინაშე… მადლობა ამ სიხარულის ცრემლებისთვის შვილო,“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

მსგავსი თემები