დღეს, 2 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ასპარეზობაში ჩაერთვება კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი – გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი. ოლიმპიადაზე მედლის მოპოვებას შეეცდება ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა.
სადებიუტო ოლიმპიადაზე გამოვა მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე კი 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს.