“რა მოხდა მე თვითონაც არ ვიცი”- ილია სულმანიძე მას შემდეგ რაც მსაჯებმა დამარცხებულად გამოაცხადეს

„ძალიან რთულია საუბარი. ახლა, რაც ჩემს თავში და გულში რაც ხდება რთულია იმის გადმოცემა“- ამბობს ილია სულმანიძე, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა და შესაბამისად ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირს.
„ძალიან რთულია საუაბრი. ახლა, რაც ჩემს თავში და გულში რაც ხდება რთულია იმის გადმოცემა.  მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა – ჩემს მშობლებს, მწვრთნელებს.

არ ვიცი, აღარ არის ეს უკვე ნორმალური, რა მოხდა მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ არაუშავს ფარ-ხმალს არ დავყრი. მთელი ცხოვრება გავაგრძელებ ბრძოლას. რამდენადაც ეგ იპონი იქნება იმდენად გული დამწყდება, რომ მე ვერცხლის მედალი მოვიპოვე“- ამბობს ქართველი ძიუდოისტი.

ცნობისთვის, ილია სულმანიძეს მსაჯებმა ტურნირის დასრულებამდე რვა წამით ადრე მესამე გაფრთხილება მისცეს და შესაბამისად გამარჯვებულად მეტოქე, აზერბაიჯანელი მოკრივე ჩაითვალა.

მსგავსი თემები