ხვიჩა კვარაცხელია სეზონის პირველივე მატჩში შესვენებამდე შეცვალეს – მიზეზი ტრავმაა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სეზონი „ვერონასთან“ გასვლითი შეხვედრით დაიწყო. ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მიზეზი ტრამვაა. ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას“ კარის აღება პირველად მე-10 წუთზე სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე მან მეკარისკენ გაკეთებული გამიზნული გადაცემა ჩაჭრა და მასთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბოლო მომენტში „ვერონას“ მცველი გადაეღობა და მასპინძლები გოლისგან იხსნა. ამის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა მოედანი დატოვა. კადრში გამოჩნდა, რომ მას მეტოქის მცველმა, პაველ დავიდოვიჩმა სახეში ხელი მოარტყა. რამდენად მძიმეა კვარაცელიას დაზიანება, ჯერ უცნობია.  

მეტი...

ენტონი ბლინკენი თელ ავივში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ ავივში ჩავიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ვიზიტის მიზანია ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელელ მაღალჩინოსნებთან გამართავს შეხვედრას, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

მეტი...

დაშორების გამო, ახალგაზრდა ქალი შეყვარებულს მანქანით განზრახ დაეჯახა

აშშ-ში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც საკუთარ შეყვარებულს მანქანით განზრახ შეეჯახა.30 წლის ვერონიკა გასტი და მისი შეყვარებული, წყვილების თერაპიაზე მიდიოდნენ. გზაში, მამაკაცმა თერაპიაზე წასვლა გადაიფიქრა, დაშორება გადაწყვიტა და სთხოვა, სახლში დაბრუნებულიყვნენ. ამის ნაცვლად, ვერონიკამ მანქანა შუა გზაზე გააჩერა, პარტნიორს მოსთხოვა მანქანიდან გადმოსულიყო და ტროტუარისკენ მიმავალს, მანქანა განზრახ დააჯახა.  შეჯახების დროს მამაკაცი დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა ქალი დანაშაულს აღიარებს.  

მეტი...

გიორგი ქოჩორაშვილმა საფეხბურთო სეზონი გოლით დაიწყო

გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთში საფეხბურთო სეზონი გოლით დაიწყო. ქართველმა ნახევარმცველმა ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში „ხიხონს“ გაუტანა და „ლევანტეს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. „ასე აღნიშნავს გოლს ჩემი ვარსკვლავი“- ქართველის გოლს „ლევანტეს“ სოციალური მედიის მენეჯერი გამოეხმაურა.  

მეტი...

ესპანეთში ტყის ხანძრს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. სტიქიის გამო ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, პორტუგალიის საზღვრის მახლობლად, ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, ხანძარმა დაახლოებით 200 ჰექტარი ტყე სრულიად მოიცვა. ევაკუაციის გამო, საავტომობილო გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ევაკუაციის დროს 65 წლის მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.    

მეტი...

„გეუბნებიან, რომ თქვენი შვილი მოყვა ავარიაში, ახალი თაღლითური სქემაა“- ტელეწამყვანი საზოგადოებას აფრთხილებს

ტელეწამყვანი არჩილ სოლოღაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას აფრთხილებს. როგორც სოლოღაშვილი წერს, უცნობი პირები თაღლითურ სქემას ახორციელებენ. „მეგობრებო რაღაც ახალი თაღლითური სქემაა და ფრთხილად იყავით…რეკავენ და გეუბნებიან, რომ თქვენი შვილი მოყვა ავარიაში და სასწრაფოდ არის თანხა გადასარიცხი… შეიძლება გაგასაუბრონ ე.წ. ექთანი ან ექიმი“ – წერს არჩილ სოლოღაშვილი.  

მეტი...

“რადიკალი გიჟი, სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია”- ტრამპი

“რადიკალი გიჟი, სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი” – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა. ტრამპი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები აქვს მაგრამ კამალა ჰარისის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვითარება უფრო გაუარესდება. “გუშინდელ გამოსვლაში კამალა გახდა სრული კომუნისტი. მოუსმინეთ? მას ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს. კატასტროფული ინფლაციის გამოწვევის შემდეგ, კამალამ გამოაცხადა, რომ სურს სოციალისტური ფასების კონტროლის დაწესება, რასაც აქამდე არასდროს უმუშავია. ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ გიჟ სოციალისტს. ის ჩვენი ქვეყნის ისედაც დანგრეული ეკონომიკის განადგურებას აპირებს” – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას სამტრედიაში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ საჯავახოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.  

მეტი...

აზერბაიჯანს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს

აზერბაიჯანმა საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაცია „ბრიქსში“ გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ფოლად ბულბულოღლიმ განაცხადა. „ბრიქსში“ გაწევრიანების მსურველთა დიდი რიგია. აზერბაიჯანმა ასეთი სურვილი მართლაც გამოთქვა. ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე ჩვენს რუს კოლეგებთან, მაგრამ ესეც პროცესი და სამუშაო საკითხია“ – აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა კითხვაზე პასუხად, აქვს თუ არა ბაქოს ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად წარდგენილი განცხადება. აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში ჩავა და ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართავს მოლაპარაკებებს.

მეტი...

“მტკიცედ ვინარჩუნებთ პოზიციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში. „ვაწარმოებთ ძალიან რთულ მოლაპარაკებებს, ვინაიდან, მეორე მხარეს დგას მკვლელი, თავაწყვეტილი და ჯიუტი ტერორისტული ორგანიზაცია. არის სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ მოქნილობა, და არის სფეროები, სადაც მოქნილობას ვერ ვავლენთ და მტკიცედ ვდგავართ. ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით, როგორ განვასხვაოთ ეს ორი“- აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მისი განმარტებით, იმ დიდი ძალისხმევის პარალელურად, რომელსაც ისრაელი გატაცებული მოქალაქეების დასაბრუნებლად ახორციელებს, ის მტკიცედ იცავს მის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს, რომელიც აუცილებელია ისრაელის უსაფრთხოებისთვის.      

მეტი...

სექსუალური კავშირის იძულების ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა პატიმრობაში დატოვეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის, შანტაჟისა და სექსუალური კავშირის იძულების ბრალდებით დაკავებული 27 წლის შალვა აფშინაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.  გამოძიების მტკიცებით, ახალგაზრდა კაცი ყოფილ შეყვარებულს 1 წლის განმავლობაში სექსუალური ხასიათის ვიდეო და ფოტო მასალით აშანტაჟებდა. სექსუალური ხასიათის ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, 1 წლის მანძილზე ბრალდებულმა დაზარალებულს 6 ათასი ლარი გამოსძალა. პროკურატურა ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებასა და თავისუფლების აღკვეთას 5 წლის ვადით ითხოვს. „დაზარალებულთა მიმართებით ნამდვილად არის მტკიცებულებები, რომ ამ პირის პირადი ცხოვრების ინფორმაცია მოიპოვა, შეინახა ბრალდებულმა, სხვა პირებთან მიმართებით გამოძიება გრძელდებად ა თუ ეს ექსპერტიზის შემდგომ გამოიკვეთება, ამ…

მეტი...

“დილა მშვიდობისა, საქართველო” – “ლევანტეს” პრესსამსახურის წარმომადგენელი თბილისშია

“დილა მშვიდობისა, საქართველო” – “ლევანტეს” პრესსამსახურის წარმომადგენელი, ხავი თბილისშია. როგორც მან აღნიშნა, ესპანური კლუბის საერთაშორისო ურთიერთობების აღმასრულებელ დირექტორთან ერთად საქართველოში, ქართველი ტალანტების აღმოსაჩენად ჩამოვიდა. საზოგადოებამ ხავი მას შემდეგ გაიცნო, რაც “ლევანტეს” წარმომადგენელმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სოციალურ ქსელში საქართველოზე სისტემატური პოსტების დადება დაიწყო.    

მეტი...

ლიბანში აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი დაშავდა

სამხრეთ ლიბანში აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი. ამის შესახებ ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) პრესსპიკერი, ანდრეა ტენენტი ავრცელებს ინფორმაციას. მისი ცნობით, აფეთქება გაერო-ს კუთვნილი მანქანის მახლობლად, სოფელ იარინესთან პატრულირებისას მოხდა. მანქანას გაერო-ს ემბლემა ჰქონდა. „ყველა მშვიდობისმყოფელი უსაფრთხოდ დაუბრუნდა ბაზას. ჩვენ ვსწავლობთ ინციდენტს. შევახსენებთ ყველა მხარეს და აქტორს პასუხისმგბელობას, თავიდან აიცილონ მშვიდობისმყოფელებისა და მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება“– ნათქვამია ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების წარმომადგენლის განცხადებაში.  

მეტი...

უხვმა ნალექმა ავსტრიის ალპურ რეგიონებში პრობლემები შექმნა და ვენის ნაწილი დატბორა

ძლიერმა წვიმამ ავსტრიის ალპურ რეგიონებში პრობლემები შექმნა და ვენის ნაწილი დატბორა. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ქალაქში აგვისტოსთვის რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა. დასავლეთ ავსტრიაში მდებარე ერთ-ერთ სათხილამურო კურორტზე ძლირი წვიმით გამოწვეულმა ნიაღვარმა მანქანები წაიღო. დედაქალაქში წყალდიდობის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი. ვენაში სტიქიამ ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.  

მეტი...

უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ შეამციროს კიევისთვის სამხედრო დახმარება

გერმანიაში უკრაინის ელჩი ოლექსი მაკეევი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ შეამციროს კიევისთვის სამხედრო დახმარება. უკრაინელი დიპლომატი ამბობს, რომ ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია გერმანიის პოლიტიკურ ნებაზე, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერაში მოწინავე როლის შესრულება. „ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის მთავრობა იპოვის ამ წელს უსაფრთხოების სფეროში ჩვენი საერთო საჭიროებების დაფინანსების გზებს და ბუნდესტაგი მტკიცედ, მკაფიოდ იტყვის თავის სიტყვას 2025 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით“ – განაცხადა ალექსი მაკეევმა გერმანულ გამოცემა „ბილდს“. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია არაკორექტულია და მანიპულაციას წარმოადგენს

მეტი...

ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ

ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი ბაქოში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხს განიხილავენ. რუსული მედია ვიზიტთან დაკავშირებულ მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტები განიხილავენ მოსაზრებებს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე. „მთავარ ამოცანად რჩება სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის ხელშეწყობა, რეგიონში სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა 2020-2022 წლების უმაღლეს დონეზე სამმხრივ შეთანხმებებზე დაყრდნობით. რუსული მხარე მზად არის, გააგრძელოს ყველა შესაძლო დახმარება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“- აღნიშნულია მასალებში.  

მეტი...

რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქზე მასშტაბური შეტევა დაიწყო

რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკზე მასშტაბური შეტევა დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალები ქალაქის გარეუბნებში შევიდნენ. რუსული მედია, წერს რომ ქალაქზე შეტევა სამი მიმართულებიდან მიმდინარეობს. დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფი ტორეცკის მიმართულებით ოპერატიულ ალყაში აღმოჩნდა. ქალაქი ტორეცკი დონეცკის ჩრდილოეთით დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.  

მეტი...

“23 წლის ბიჭს დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები”- ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტომობილი მოპედით მოძრავ კურიერს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მძიმედ დაშავდა მოპედის მძღოლი. ახლობლების განცხადებით, კურიერი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანილი, სადაც მას ღამის განმავლობაში ოპერაცია ჩაუტარდა. 23 წლის ბიჭს დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები და დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი. ოჯახი მე-2 ჯგუფის სისხლით დახმარებას ითხოვს. შემთხვევა გუშინ ღამით 23:00 საათზე მოხდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით.  

მეტი...

ისრაელის დაბომბვას ღაზის სექტორში ერთი ოჯახის რვა წევრი ემსხვერპლა

ისრაელის დაბომბვას ღაზის სექტორში ერთი ოჯახის რვა წევრი ემსხვერპლა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ისრაელმა საცხოვრებელი სახლი დერ ელ-ბალაჰში დილით ადრე დაბომბა. გავრცელებული ცნობებით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის ავიაიერიშს ხან იუნისში. მსხვერპლი მოჰყვა საცხოვრებელი სახლების დაბომბვას ჯაბალიას დევნილთა ბანაკშიც. ისრაელის არმია აგრძელებს ოპერაციას ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰშიც. გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად არაბულ ანკლავში 25 ადამიანი დაიღუპა, 72 კი დაშავდა. 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 40 ათასს აჭარბებს, თუმცა პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია, რადგან, სულ მცირე, 10 ათასი ადამიანი დაბომბვისგან განადგურებული შენობების ნანგრევებშია მოყოლილი.  

მეტი...

“ის მეტი იყო, ვიდრე ვარსკვლავი”- მაკრონი ალენ დელონზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანგული კინოს ლეგენდის, ალენ დელონის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც მაკრონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ალენ დელონი იყო მეტი, ვიდრე ვარსკვლავი. „ბატონი კლაინი თუ როკო, ლეოპარდი თუ სამურაი, ალენ დელონმა შეასრულა ლეგენდარული როლები და მთელ მსოფლიოს ოცნებისკენ უბიძგა. მისმა დაუვიწყარმა სახემ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მელანქოლიური, პოპულარული, იდუმალი, ის მეტი იყო, ვიდრე ვარსკვლავი: ის ფრანგული მონუმენტი იყო“- წერს ემანუელ მაკრონი. ცნობილი მსახიობი 88 წლის ასაკში საკუთარ სახლში, დასახლება დუშიში, ოჯახის გარემოცვაში

მეტი...

„ლამაზი ქალია, მაგრამ მე ბევრად უკეთ გამოვიყურები“- ტრამპი კამალა ჰარისზე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის „დემოკრატების“ კანდიდატ კამალა ჰარისზე უკეთ გამოიყურება. “არასოდეს უწოდო ქალს ლამაზი, რადგან ეს შენი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება, მაგრამ მე ვამბობ, რომ მე ბევრად უკეთ გამოვიყურები, ვიდრე კამალა. ამბობენ, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ლამაზი ქალია. ამაზე არასდროს მიფიქრია. მე მასზე უკეთ გამოვიყურები“, – აღნიშნა ტრამპმა.    

მეტი...

“თუ კიევი და მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან, იქნება ესკალაცია, რომელიც უკრაინის განადგურებით დასრულდება”- ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, თუ კიევი და მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან, იქნება ესკალაცია, რომელიც უკრაინის განადგურებით დასრულდება. „ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და განვიხილოთ საკითხები, მაგრამ თუ მოხდება ის, რაც კურსკში, იქნება ესკალაცია, რომელიც უკრაინის განადგურებით დასრულდება “- განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს იქიდან, სადაც სტამბოლში დასრულდა. „მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა – არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსებს. ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, საკითხავია, საიდან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. სწორია, რომ დაიწყოს იქიდან, სადაც სტამბოლში დასრულდა“ – განაცხადა…

მეტი...

გერმანიაში პანორამულ ბორბალს ცეცხლი გაუჩნდა-არიან დაშავებულები

გერმანიის ქალაქ ლაიფციგთან მუსიკალური ფესტივალის დროს პანორამულ ბორბალს ცეცხლი გაუჩნდა.შემთხვევის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა კვამლის გამო შეუძლოდ გახდა. გერმანიის „წითელი ჯვრის“ ცნობით, ორი ადამიანის მდგომარეობა სერიოზულია. დაშავებულთა შორის ოთხი სამართალდამცველია. მოგვიანებით პოლიციაში განმარტეს, რომ ოთხმა მოქალაქემ დამწვრობა მიიღო, ერთი კი ატრაქციონიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა. სამაშველო ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ვერტმფრენი გამოიყენეს.  

მეტი...

“გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან”- პრეზიდენტი

“გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან” – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. “ესენი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს. მარადიული ხსოვნა იყოს თქვენი! ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ თქვენი ღირსნი ვიყოთ და თქვენი გზა ჩვენც გავამართლოთ!” – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. ანწუხელიძის ცხედარი ცხინვალიდან 2008 წლის ნოემბერში გადმოასვენეს.…

მეტი...

უკრაინამ როსტოვის ოლქში ქარხანა დაბომბა, რომელშიც ნავთობი ინახებოდა

უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქში ქარხანა „კავკაზის“ ტერიტორია დაბომბა, სადაც ნავთობი და ნავთობპროდუქტები ინახებოდა. ქვეყნის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ  ნავთობპროდუქტები მიეწოდებოდა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიას. ობიექტის ტერიტორიაზე, სულ მცირე, ორი ხანძარი გაჩნდა. როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ უპილოტო თვითმფრინავების შეტევა მოიგერია, სამრეწველო საწყობების ტერიტორიაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კი დიზელის საწვავს ხანძარი გაუჩნდა.  

მეტი...

ქართველი რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევს (video)

ლარსის საზღვარზე რუსეთიდან მომავალი ქართველი წინ გადაუდგა სამარშუტო ტაქსს, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები ისხდნენ. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც კადრებიდან ჩანს, მამაკაცი შუა გზაზე ზის და ტრანსპორტს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. რუსულად მოსაუბრე ქალი კი, მის გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანას ცდილობს. ბოლო დღეების განმავლობაში სოცილურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შესახებ. სავარაუდოდ, პროტესტი ამ ფაქტმა გამოიწვია.

მეტი...

ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა

ქობულეთში სოფელ ხუცუბანში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.  

მეტი...

“გიორგი ანწუხელიძე მომავალი თაობებისთვის იქცა სამშობლოსთვის თავდადების მისაბაძ მაგალითად”- ჩიქოვანი

„18 აგვისტო გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, ქედს ვიხრით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის გამორჩეული და გაუტეხელი გმირის წინაშე“– ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს. მინისტრი ამბობს, რომ მომავალი თაობებისთვის გიორგი ანწუხელიძე იქცა სამშობლოსთვის თავდადების, სულიერი სიმტკიცის, პატრიოტიზმის მისაბაძ მაგალითად. „2008 წლის აგვისტოს ომში გიორგი ანწუხელიძემ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველოს სახელმწიფო დროშა და ქვეყნის ღირსება. მომავალი თაობებისთვის ის იქცა სამშობლოსთვის თავდადების, სულიერი სიმტკიცის, პატრიოტიზმის მისაბაძ მაგალითად. სწორედ გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დიდება გმირებს“ – წერს ჩიქოვანი.    

მეტი...

ლონდონში, “სომერსეტ ჰაუსში” გაჩენილი ხანძრის შედეგად ხელოვნების ნიმუშები არ დაზიანებულა

ლონდონში, “სომერსეტ ჰაუსში” გაჩენილი ხანძრის შედეგად ხელოვნების ნიმუშები არ დაზიანებულა. ამის შესახებ ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი, რომელიც ისტორიულ შენობაში შუადღეს გაჩნდა, ამ დროისათვის ლოკალიზებულია და ამჟამად მეხანძრეები მუშაობენ სახურავის ზონაში დარჩენილი ცეცხლის კერების ჩასაქრობად. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 125-მდე მეხანძრე იყო ჩართული. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.  

მეტი...

“ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდება”- მარიანო გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი აცხადებს, რომ უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდება. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური, რომელსაც რუსეთის ძალები 2022 წლიდან აკონტროლებენ, ევროპის უმსხვილესი ბირთვული სადგურია. „ჩვენ კვლავ ვხედავთ ბირთვული უსაფრთხოების ესკალაციას და საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ელექტროსადგური დგას. მე უკიდურესად შეშფოთებული ვრჩები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, მაქსიმალური თავშეკავებისკენ და სადგურის დასაცავად შედგენილი ხუთი კონკრეტული პრინციპის მკაცრი დაცვისკენ“ – განაცხადა გროსიმ. მანამდე ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის რუსულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინამ დრონით იერიში განახორციელა გზაზე, რომელსაც ბირთვული ობიექტის პერსონალი იყენებს.

მეტი...

თუშეთში გიორგი ანწუხელიძის მემორიალური სვეტი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალური სვეტი გაიხსნა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ მემორიალურ სვეტთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი ანწუხელიძის გმირობა და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. გიორგი ანწუხელიძე დღეს 40 წლის გახდებოდა

მეტი...

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს,  რომ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს. ავიადარტყმა ქალქ ჯენინში ავტომანქანაზე განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მოკლულები დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლები აჰმედ აბუ არა და რაფეტ დავასი არიან. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ორივე მათგანი მონაწილეობდა გასული კვირის თავდასხმაში, რომელსაც ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა.  

მეტი...

ბლინკენი ისრაელს დღეს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისრაელში ბლინკენი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. ბლინკენის ვიზიტი იმ ფონზე მოხდება, როდესაც კატარში, აშშ-ს, კატარისა და აგვიპტეს შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მოლაპარაკებების ჯგუფმა გამოთქვა    

მეტი...

გიორგი ანწუხელიძე დღეს 40 წლის გახდებოდა

8 აგვისტო გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული გმირი დღეს 40 წლის გახდებოდა. უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთერთი მათგანი იყო. 2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავთ მოქცეული და მას რიგრიგობით ურტყამენ ფეხებს კეფასა თუ ზურგზე. ოკუპანტები ანწუხელიძეს აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ის ოსმა სეპარატისტებმა ცემით მოკლეს და…

მეტი...

რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, ეს მიმდინარე თვეში დედაქალაქზე განხორციელებული მესამე ბალისტიკური შეტევაა. „რუსებმა, ზედიზედ მესამედ, დიდი ალბათობით, KN-23 ტიპის ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს და ისევ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა არ მისცეს მტერს მიზნის მიღწევისა და კიევზე დარტყმის საშუალება. წინასწარი მონაცემებით, ბალისტიკური რაკეტები დედაქალაქთან მიახლოებისას განადგურდა“, – აღნიშნავენ დედაქალაქის ადმინისტრაციაში.  

მეტი...

რუსეთში მომხდარმა მიწისძვრამ,შესაძლოა ცუნამი გამოიწვიოს

რუსეთში 7,0 მაგნიტუიდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკისთან დაფიქსირდა. ინფორმაციას, CNN-ი ავრცელებს. სიმძლავრიდან გამომდინარე, შესაძლოა, მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვიოს.

მეტი...