საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანგული კინოს ლეგენდის, ალენ დელონის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც მაკრონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ალენ დელონი იყო მეტი, ვიდრე ვარსკვლავი.
„ბატონი კლაინი თუ როკო, ლეოპარდი თუ სამურაი, ალენ დელონმა შეასრულა ლეგენდარული როლები და მთელ მსოფლიოს ოცნებისკენ უბიძგა. მისმა დაუვიწყარმა სახემ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მელანქოლიური, პოპულარული, იდუმალი, ის მეტი იყო, ვიდრე ვარსკვლავი: ის ფრანგული მონუმენტი იყო“- წერს ემანუელ მაკრონი.
ცნობილი მსახიობი 88 წლის ასაკში საკუთარ სახლში, დასახლება დუშიში, ოჯახის გარემოცვაში