ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს,  რომ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს. ავიადარტყმა ქალქ ჯენინში ავტომანქანაზე განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მოკლულები დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლები აჰმედ აბუ არა და რაფეტ დავასი არიან.

ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ორივე მათგანი მონაწილეობდა გასული კვირის თავდასხმაში, რომელსაც ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა.

 

მსგავსი თემები