ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა

ქობულეთში სოფელ ხუცუბანში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები