„ლამაზი ქალია, მაგრამ მე ბევრად უკეთ გამოვიყურები“- ტრამპი კამალა ჰარისზე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის „დემოკრატების“ კანდიდატ კამალა ჰარისზე უკეთ გამოიყურება.

“არასოდეს უწოდო ქალს ლამაზი, რადგან ეს შენი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება, მაგრამ მე ვამბობ, რომ მე ბევრად უკეთ გამოვიყურები, ვიდრე კამალა. ამბობენ, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ლამაზი ქალია. ამაზე არასდროს მიფიქრია. მე მასზე უკეთ გამოვიყურები“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

 

მსგავსი თემები