სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ საჯავახოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.