დაშორების გამო, ახალგაზრდა ქალი შეყვარებულს მანქანით განზრახ დაეჯახა

აშშ-ში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც საკუთარ შეყვარებულს მანქანით განზრახ შეეჯახა.30 წლის ვერონიკა გასტი და მისი შეყვარებული, წყვილების თერაპიაზე მიდიოდნენ. გზაში, მამაკაცმა თერაპიაზე წასვლა გადაიფიქრა, დაშორება გადაწყვიტა და სთხოვა, სახლში დაბრუნებულიყვნენ.

ამის ნაცვლად, ვერონიკამ მანქანა შუა გზაზე გააჩერა, პარტნიორს მოსთხოვა მანქანიდან გადმოსულიყო და ტროტუარისკენ მიმავალს, მანქანა განზრახ დააჯახა.  შეჯახების დროს მამაკაცი დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდა ქალი დანაშაულს აღიარებს.

 

მსგავსი თემები