ხვიჩა კვარაცხელია სეზონის პირველივე მატჩში შესვენებამდე შეცვალეს – მიზეზი ტრავმაა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სეზონი „ვერონასთან“ გასვლითი შეხვედრით დაიწყო. ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მიზეზი ტრამვაა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას“ კარის აღება პირველად მე-10 წუთზე სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე მან მეკარისკენ გაკეთებული გამიზნული გადაცემა ჩაჭრა და მასთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბოლო მომენტში „ვერონას“ მცველი გადაეღობა და მასპინძლები გოლისგან იხსნა.

ამის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა მოედანი დატოვა. კადრში გამოჩნდა, რომ მას მეტოქის მცველმა, პაველ დავიდოვიჩმა სახეში ხელი მოარტყა. რამდენად მძიმეა კვარაცელიას დაზიანება, ჯერ უცნობია.

 

მსგავსი თემები