სექსუალური კავშირის იძულების ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა პატიმრობაში დატოვეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის, შანტაჟისა და სექსუალური კავშირის იძულების ბრალდებით დაკავებული 27 წლის შალვა აფშინაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.  გამოძიების მტკიცებით, ახალგაზრდა კაცი ყოფილ შეყვარებულს 1 წლის განმავლობაში სექსუალური ხასიათის ვიდეო და ფოტო მასალით აშანტაჟებდა. სექსუალური ხასიათის ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, 1 წლის მანძილზე ბრალდებულმა დაზარალებულს 6 ათასი ლარი გამოსძალა.

პროკურატურა ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებასა და თავისუფლების აღკვეთას 5 წლის ვადით ითხოვს.

„დაზარალებულთა მიმართებით ნამდვილად არის მტკიცებულებები, რომ ამ პირის პირადი ცხოვრების ინფორმაცია მოიპოვა, შეინახა ბრალდებულმა, სხვა პირებთან მიმართებით გამოძიება გრძელდებად ა თუ ეს ექსპერტიზის შემდგომ გამოიკვეთება, ამ ქმედებებსაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ზუსტად იმისთვის, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება არ მომხდარიყო, ემორჩილებოდა ბრალდებულის მოთხოვნას, რასაც ადასტურებს თანხის გამოძალვა და სქესობრივი კავშირის იძულებას. გამოძალვის პრეიოდი მოიცავს გარკვეულ დროს, ეს არის 2022 წლის იანვარი 2023 წლის პერიოდები” – ამბობს პროკურორი.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, შალვა აფშინაშვილის უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ბრალდებულს დანაშაულებრივი ქმედებები არ ჩაუდ

მსგავსი თემები