რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, ეს მიმდინარე თვეში დედაქალაქზე განხორციელებული მესამე ბალისტიკური შეტევაა.

„რუსებმა, ზედიზედ მესამედ, დიდი ალბათობით, KN-23 ტიპის ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს და ისევ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა არ მისცეს მტერს მიზნის მიღწევისა და კიევზე დარტყმის საშუალება. წინასწარი მონაცემებით, ბალისტიკური რაკეტები დედაქალაქთან მიახლოებისას განადგურდა“, – აღნიშნავენ დედაქალაქის ადმინისტრაციაში.

 

მსგავსი თემები