ბელგიის შარლერუას აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო, სულ მცირე 87 რეისი გაუქმდა.
,,შარლერუას აეროპორტში პროფკავშირის ერთობლივი გაფიცვა გამოცხადდა. ამ პარასკევს დაგეგმილი ყველა ფრენა გაუქმებულია,” – აღნიშნულია აეროპორტი განცხადებაში და მგზავრებს ურჩევს დაუკავშირდნენ თავიანთ ავიაკომპანიებს.
ბელგიის აეროპორტში გაფიცვა 12 სექტემბერს დაიწყო. მანამდე პროფკავშირები და აეროპორტი თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.