ლონდონში, “სომერსეტ ჰაუსში” გაჩენილი ხანძრის შედეგად ხელოვნების ნიმუშები არ დაზიანებულა. ამის შესახებ ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი, რომელიც ისტორიულ შენობაში შუადღეს გაჩნდა, ამ დროისათვის ლოკალიზებულია და ამჟამად მეხანძრეები მუშაობენ სახურავის ზონაში დარჩენილი ცეცხლის კერების ჩასაქრობად.
ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 125-მდე მეხანძრე იყო ჩართული. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.