ქართველი რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევს (video)

ლარსის საზღვარზე რუსეთიდან მომავალი ქართველი წინ გადაუდგა სამარშუტო ტაქსს, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები ისხდნენ. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც კადრებიდან ჩანს, მამაკაცი შუა გზაზე ზის და ტრანსპორტს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. რუსულად მოსაუბრე ქალი კი, მის გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანას ცდილობს.

ბოლო დღეების განმავლობაში სოცილურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შესახებ. სავარაუდოდ, პროტესტი ამ ფაქტმა გამოიწვია.

მსგავსი თემები