უკრაინამ როსტოვის ოლქში ქარხანა დაბომბა, რომელშიც ნავთობი ინახებოდა

უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქში ქარხანა „კავკაზის“ ტერიტორია დაბომბა, სადაც ნავთობი და ნავთობპროდუქტები ინახებოდა. ქვეყნის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ  ნავთობპროდუქტები მიეწოდებოდა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიას.

ობიექტის ტერიტორიაზე, სულ მცირე, ორი ხანძარი გაჩნდა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ უპილოტო თვითმფრინავების შეტევა მოიგერია, სამრეწველო საწყობების ტერიტორიაზე ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კი დიზელის საწვავს ხანძარი გაუჩნდა.

 

მსგავსი თემები