“23 წლის ბიჭს დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები”- ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტომობილი მოპედით მოძრავ კურიერს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მძიმედ დაშავდა მოპედის მძღოლი.

ახლობლების განცხადებით, კურიერი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანილი, სადაც მას ღამის განმავლობაში ოპერაცია ჩაუტარდა. 23 წლის ბიჭს დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები და დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი. ოჯახი მე-2 ჯგუფის სისხლით დახმარებას ითხოვს.

შემთხვევა გუშინ ღამით 23:00 საათზე მოხდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით.

 

მსგავსი თემები