“გიორგი ანწუხელიძე მომავალი თაობებისთვის იქცა სამშობლოსთვის თავდადების მისაბაძ მაგალითად”- ჩიქოვანი

„18 აგვისტო გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, ქედს ვიხრით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის გამორჩეული და გაუტეხელი გმირის წინაშე“– ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრი ამბობს, რომ მომავალი თაობებისთვის გიორგი ანწუხელიძე იქცა სამშობლოსთვის თავდადების, სულიერი სიმტკიცის, პატრიოტიზმის მისაბაძ მაგალითად.

„2008 წლის აგვისტოს ომში გიორგი ანწუხელიძემ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველოს სახელმწიფო დროშა და ქვეყნის ღირსება. მომავალი თაობებისთვის ის იქცა სამშობლოსთვის თავდადების, სულიერი სიმტკიცის, პატრიოტიზმის მისაბაძ მაგალითად. სწორედ გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დიდება გმირებს“ – წერს ჩიქოვანი.

 

 

მსგავსი თემები