გერმანიაში უკრაინის ელჩი ოლექსი მაკეევი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ შეამციროს კიევისთვის სამხედრო დახმარება. უკრაინელი დიპლომატი ამბობს, რომ ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია გერმანიის პოლიტიკურ ნებაზე, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერაში მოწინავე როლის შესრულება.
„ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის მთავრობა იპოვის ამ წელს უსაფრთხოების სფეროში ჩვენი საერთო საჭიროებების დაფინანსების გზებს და ბუნდესტაგი მტკიცედ, მკაფიოდ იტყვის თავის სიტყვას 2025 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით“ – განაცხადა ალექსი მაკეევმა გერმანულ გამოცემა „ბილდს“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია არაკორექტულია და მანიპულაციას წარმოადგენს