აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ ავივში ჩავიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ვიზიტის მიზანია ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელელ მაღალჩინოსნებთან გამართავს შეხვედრას, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.