საქართველოს მთავრობას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი საქართველოს მთავრობას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ჩვენი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ევროპის საბჭო მზად არის დახმარებისთვის”, – წერს პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.  

მეტი...

„მთავრობამ თავი დაანებოს რეგისტრაციის, ანგარიშების ჩაბარებისა და გასაჯაროების მოთხოვნებს“- ვენეციის კომისია

„ამ კანონს, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის დასახელებული მიზნის ქვეშ, სტიგმატიზების, გაჩუმებისა და, საბოლოო ჯამში, ორგანიზაციებისა და მედიის განადგურების ობიექტური ეფექტი აქვს“- ამბობს ვენეციის კომისია და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შეფასებისას. კომისია საქართველოს მთავრობას კანონპროექტთან დაკავშირებით მკაცრ რეკომენდაციას აძლევს. „ძლიერი რისკია შექმნილი, რომ ორგანიზაციები და მედია, რომლებსაც [ეს კანონი] შეეხება, იქნებიან ისინი, ვინც მთავრობას აკრიტიკებენ, ხოლო მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე“- ამბობს ვენეციის კომისია. გარდა ამისა ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი დაანებოს ანგარიშების ჩაბარებასა და გასაჯაროების მოთხოვნას. „ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, საქართველოს მთავრობამ თავი დაანებოს რეგისტრაციის,…

მეტი...

„კანონპროექტი მიღებულ იქნა დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციების გარეშე“- ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა. გარდა ამისა, აღნიშნავს, რომ არსებობდა შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი საჭიროება. “უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც სენსიტიურია ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, ძალზედ კონტორვერსიულია ქართულ საზოგადოებაში, რასაც ქვეყანაში მასიური რეაქციები აჩვენებს, მიღებულ იქნა ისეთ პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა – ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთებების ღია უგულებელყოფით“- აცხადებს ვენეციის კომისია. ვენეციის კომისიის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების პროცედურების ეს…

მეტი...

„დასკვნა გაჯერებელია პოლიტიკური გზავნილებით“ – „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნაზე

“ყველა ის  ნორმა, რომელზედაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში აპელირებს, ვერ უზრუნველყოფს NGO სექტორის საფინანსო დეკლარაციის შევსების ვალდებულებასა და ვერც მათი ფინანსების გამჭვირვალობას; შესაბამისად, კომისიის მითითება იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების ფინანსური ნაწილი გამჭვირვალეა, სიმართლეს არ შეესაბამება!” – ასე აფასებენ „ქართულ ოცნებაში“ ვენეციის კომისიის დასკვნას „უცხოური გავლეის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, დასკვნა გაჯერებელია პოლიტიკური გზავნილებით. „მეორე: ვენეციის კომისია ასევე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი რუსულ, უნგრულ და ყირგიზულ კანონებთან მსგავსებებს შეიცავს. თუმცა ამ საკითხის დასკვნის 38-ე პარაგრაფში მხოლოდ სამიოდე ხაზი ეთმობა და სამართლებრივი მსჯელობა ამის…

მეტი...

„ვენეციის კომისია, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებებზე გადავიდა“- „ქართული ოცნება“

„წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა“- ასე აფასებენ „ ქართულ ოცნებაში“ ვენეციის კომიისი რეკომენდაციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კომისიის ეს მიდგომა მის “ობიექტურობაზე” მეტყველებს. „კომისიის ეს მიდგომაც უკვე ნათლად მეტყველებს მის ე. წ. ობიექტურობაზე, რაც წესით არავითარ სივრცეს აღარ ტოვებს აღნიშნული კომისიის დასკვნის შემდგომი ნაწილების სამართლებრივი ანალიზისთვის. თუმცა, მსურს, ჩვენი საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მაინც შევეხო რამდენიმე საკითხს: ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონდებლობა თითქოს უკვე ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების რეგისტრაციისა და ანგარიშების წარდგენის ვალდებულებას. ამის…

მეტი...

“ქართული ოცნება” ვენეციის კომისიას მიკერძოებულს უწოდებს და მის დასკვნას პასუხობს

„ქართულ ოცნებაში“  ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურნენ. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, კომისიამ თავის დასკვნაში ცრუ ინფორმაცია ასახა. “გვსურს, გამოვეხმაუროთ ვენეციის კომისიის დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ იმედებს ამყარებენ. ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს. ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით, როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. ამდენად, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური…

მეტი...

ვენეციის კომისია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაწვევის მკაცრი რეკომენდაციით გამოდის

ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით. კომისიამ  კანონპროექტზე გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა. „ვენეციის კომისია ამ კანონის მისი ამჟამინდელი ფორმით გაწვევის მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, ვინაიდან, მისი ფუნდამენტური ნაკლები მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პრივატულობის უფლებისთვის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვისთვის. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე,” – ნათქვამია დასკვნაში    

მეტი...

რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო სწავლება დაიწყო

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო სწავლების პირველი ეტაპი დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  სამხრეთის ოლქის სარაკეტო შენაერთების პირადი შემადგენლობა ახორციელებს „ისკანდერის“ ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისთვის სპეციალური საბრძოლო მასალების მოპოვებასა და რაკეტა-გადამზიდების აღჭურვას, ასევე მათ ფარულად გადატანას გამშვებ პუნქტებზე. ამავე ცნობით, საჰაერო კოსმოსური ძალების საავიაციო ქვედანაყოფების ჯარისკაცები წვრთნებს გადიან ჰიპერბგერითი „კინჟალის“ რაკეტების განთავსებაში.

მეტი...

„ეს კანონი სტანდარტზე დაბლაა“- საქართეველოში გერმანიის ელჩი

“სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არადა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ”-  განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა. ფიშერის თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სტანდარტზე დაბლაა, რომელიც კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რაც იმას ნიშნავს, თუ კანონპროექტი არსებული ფორმით იქნება მიღებული, გერმანია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს. „არის სტანდარტი, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტზე დაბლაა. ასე რომ, დეკემბერში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ, ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით თუ იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს [საქართველოსთვის] გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას და ეს საქართველოს მის ევროინტეგრაციის გზაზე უკან დაწევს“- აღნიშნა…

მეტი...

ტატო გრიგალაშვილი სამგზის მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მას ჯამში 4 მედალი აქვს მოპოვებული, მათგან 3 ოქრო და ერთი ვერცხლი.  ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. “მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია! გთხოვთ მიესალმოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანს და ოთხგზის ფინალისტს. ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია”, – აღნიშნავს ფედერაცია ფეისბუქზე.

მეტი...

160 ტონიანი ქანდაკება  „ჩაო“ 7 ქალღმერთით – ჩინეთი

ბეიჰაი –  ქალაქი  ჩინეთში, გუანქსის რეგიონის სამხრეთით,  668 კილომეტრ სიგრძის „ვერცხლის სანაპირო“ ზოლითა  და 1,88 მილიონი მოსახლით. სანაპიროზე ქვიშა  არის საუკეთესო კვარცის, რომელიც მზის ქვეშ ანათებს  და სწორედ ამას უკავშირდება სახელწოდება „Silver Beach“, რომელიც ჩინეთის უდიდეს სანაპიროდ ითვლება. სანაპიროს ერთ-ერთი თვალშისაცემი, მიმზიდველი, მომხიბვლელი და ძვირფასი სკულპტურაა ბრილიანტის მსგავსი ქანდაკება „ჩაო,“ რომელიც მოქცევას ნიშნავს. ეს არის ბრწყინვალე ქანდაკება ჩაოს უბანში, რომელიც ლია ვეი ქსიამინგმა, ბეიჰაის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის პროფესორმა შექმნა. ბოლო 26 წლის განმავლობაში, მაღალი მარილიანობისა და  ტემპერატურატურის გამო ქანდაკება სერიოზულად დაზიანდა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მისი დემოტაჟი და ახლის…

მეტი...

100 დღიანი ხველა სხვადასხვა ფაზებით – რითი გამოვიცნოთ ყივანახველა

იშვიათი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, დაბალი ტემპერატრა – ინფექცია, რომელსაც 2 კვირის განმავლობაში ექიმებიც კი ვერ ხვდებიან, რომ ყივანახველაა. ორი კვირის შემდეგ კი კლასიკური სიმპტომები იწყება, რომელიც შეტევით გრძელება. „ტიპიური შეტევები იწყება დაავადების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ. შეტევითი ხასიათის სპაზმური ხველა, დამახასიათებელი ყივილის მსგავსი ხმიანობით. შეტევების რაოდენობა ყოველდღე მატლობს და სრულდება ღებინებით. შეტევის პერიოდში ბავშვი სახეზე წითლდება და შესაძლებელია, თვალებზე სისხლჩაქცევებიც გაჩნდეს. დღეისათვის არ არსებობს ყივანახველას შეტევის შემამსუბუქებელი არცერთი ეფექტური მედიკამენტი. ყივანახველას ხშირად ეძახიან 100 დღიან ხველას. ამიტომ 100 დღის განმავლობაში შეიძლება ხველა გაგრძელდეს თავისი ფაზებით: საწყისი ფაზა, აქტიური მზვავე ფაზა,…

მეტი...

სენაკში 25 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა შეეფარდა სენაკში, გორის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის ახალგაზრდას ლ.ს.-ს. მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორმა აღნიშნულის მოტივად სხვადასხვა საფუძველი დაასახელა, მათ შორის დანაშაულის სიმძიმე და ასევე ის გარემოება,რომ დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. თავის მხრივ, ბრალდებულმა ლ.ს.-მ სხდომაზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატმა როლანდ შონიამ კი მტკიცებულებების არასაკმარისობასა და შეუსაბამობაზე ისაუბრა. სხდომაზე წაიკითხა ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, რომელშიც ლ.ს. წერს, რომ სამართალდამცავებმა მის წინააღმდეგ საქმე “შეთითხნეს”, მასზე ფიზიკურად იძალადეს, დაემუქრნენ და ასე მოიპოვეს ჩვენება. ის ასევე ამბობს, რომ მას…

მეტი...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჰააგის სასამართლოს სანქციებით დაემუქრა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა ჰააგის სასამართლოს სანქციებით დაემუქრა. პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის განცხადებით, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერებს გასცემს, რესპუბლიკელი კონგრესმენები საპასუხო ზომებს განიხილავენ, მათ შორის სანქციებსაც. ამერიკის მოკავშირე ისრაელის ლიდერის დაკავების ორდერის მოთხოვნისთვის ჰააგის სასამართლოს პროკურორი გააკრიტიკეს შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატაშიც. კარიმ ხანის გადაწყვეტილება დაგმეს სენატის უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებმაც. ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერ მინისტრის, თავდაცვის მინსტრის, ასევე დაჯგუფება ჰამასის ლიდერის დაკავების ორდერების გაცემის მოთხოვნით მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა.

მეტი...

ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემის გეგმას მხარი დაუჭირა. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ვარაუდობენ, გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა ყოველწლიურად 2,5-3 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ თანხის 90 პროცენტი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე დაიხარჯება, ათი პროცენტი კი უკრაინის აღდგენას მოხმარდება.

მეტი...

,,დახურულ კარს მიღმა პირდაპირ იყო მოწოდებები ომში ჩართვაზე” – კახა კალაძე უკრაინის ომზე

,,დახურულ კარს მიღმა პირდაპირ იყო მოწოდებები ომში ჩართვაზე”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ ზეწოლა, მოწოდებები იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა, არის საჯარო განცხადებები, რაც კეთდებოდა, რომ ჩვენ უნდა დაგვეორგანიზებინა ჩარტერები და უკრაინაში  გაგვეშვა მოხალისეები. ხომ გახსოვთ, რამხელა ზეწოლა იყო ამასთან დაკავშირებით?! ე.ი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ ჩავრთულიყავით ამ უბედურებაში, რაც ხდება ახლა სამწუხაროდ, უკრაინაში“, – აღნიშნა  კახა კალაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“.

მეტი...

იტალიაში ორი მიწისძვრა მოხდა

იტალიაში ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი 21:51 წუთზე დაფიქსირდა, ხოლო მეორე 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის 22:10 წუთზე. მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც წერენ. „გარეთ ვართ ყველანი… ჯერ მშვიდობაა… 20 წუთის განმავლობაში ორი მიწისძვრა მოხდა, უფალი იყოს ყველას მფარველი“, – წერენ სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტები.

მეტი...

პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის გარდაცვალების გამო (21.05.2024)ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ჩვენი საზოგადოება დიდად დაამწუხრა. ვწუხვართ ჩვენც. მის მიერ ათწლეულების მანძილზე მოყვასისადმი გამოჩენილი მზრუნველობა, სითბო და სიყვარული იყო სამაგალითო. ამიტომაც ბატონი ავთანდილის წასვლით ყველამ იგრძნო, რომ დააკლდათ გვერდში მდგომი, შემწე, საყრდენი პიროვნება. მისი თანადგომა გამორჩეული იყო ჩვენს მიმართაც, ასევე, სასულიერო პირებისა და მრევლისადმი. აღვავლენთ ლოცვებს ბატონ ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ…

მეტი...

დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „21 მაისის 07:00 საათიდან 27 მაისამდე, რესპუბლიკის მოედანზე, სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას ვეღარ შეძლებენ. ამ პერიოდში რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება; 23 მაისის 20:00 საათიდან 24 მაისის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება შოთა რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვა იმოქმედებს 25 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის 07:00 საათამდეც, რა დროსაც ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება, როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე თავისუფლების მოედანზე. ამ დროის განმავლობაში, მოძრაობა…

მეტი...

მოლდოვამ ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობა გააფორმა

მოლდოვამ ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობის შეთანხმებას ევროკავშირთან. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. ,,მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას ევროკავშირთან. ეს პარტნიორობა გაზრდის ქვეყნის მდგრადობას. საშუალებას მისცემს ერთობლივად გადავჭრათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, გავხადოთ ჩვენი ჩართულობა უფრო ეფექტური და შევისწავლოთ თანამშრომლობის ახალი სფეროები”, – წერს ბორელი. მანამდე ბორელი მოლდოვის პრემიერმინისტრს შეხვდა და დაწერა, რომ მიესალმება რეფორმების პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მეტი...

ავიაკატასრტოფა ლონდონი-სინგაპურის რეისზე – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ლონდონი-სინგაპურის რეისზე, თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო, ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. უცხოური მედიის ცნობით, ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავი ბანგკოკის აეროპორტში ავარიულად დაეშვა, სადაც ბორტს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები დახვდნენ.

მეტი...

,,არც IQ გვაკლია, არც განათლება, არც შეგნება და არც ზრდილობა” – ქართველებმა აქცია ჩიკაგოშიც გამართეს

არა რუსულ კანონს ! წინ ევროპისკენ ! – ამ მოწოდებით აქცია ქართველმა ემიგრანტებმა ჩიკაგოშიც გამართეს. ისინი მოუწოდებენ ,,ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი. ,,მინდა ყველას გავახსენო, რომ ვინც აქ ვართ, არც IQ გვაკლია, არც განათლება, არც შეგნება და არც ზრდილობა. გაცნობიერებული გვაქვს ძალიან კარგად რა შეიძლება მოჰყვეს ამ კანონს შედეგად და ნამდვილად არ მინდა არც მე, არც ჩემ შვილს, არც ჩემ ოჯახის წევრებს იმაზე ფიქრი დაგვჭირდეს, შეგვიშვებენ თუ არა მორიგ ჯერზე საქართველოს საზღვარზე”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს მის ხალხს” – EU-ს ლიდერები ბრიუსელში, გაფართოების საკითხებზე ევროპული საბჭოს ფორმატში მსჯელობენ

უკრაინა და მოლდოვა ბრიუსელთან უახლოეს კვირებში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ. გაფართოების საკითხის განსახილველად ამ წუთებში ევროპის ლიდერები ევროპული საბჭოს ფორმატში მსჯელობენ. ცნობილია, რომ საუბარი საქართველოსაც შეეხება. რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა საჯაროდაც გამოხატა შეშფოთება თბილისში განვითარებული მოვლენებისა გამო. ,,გვჯერა, რომ გაფართოებისთვის ახლა სწორი დროა. ივნისში ჩვენ გვექნება აიჯისი კონფერენცია უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რაც შეეხება საქართველოს, საქართველოზე აუცილებლად ვიმსჯელებთ. საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს მის ხალხს. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს და ღირებულებებს, ამიტომ ევროპულმა საბჭომ უნდა ისაუბროს საქართველოში განვითარებულ პროცესებსა და შედეგებზე, რომელიც საქართველო-ევროკავშირის გზაზე ამას მოჰყვება” – ამბობს…

მეტი...

,,პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან” – კალაძე

„ამ რადიკალურ ქმედებებში, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, დავით კეზერაშვილის თანხებიც არის ჩართული“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში წამოწყებული საპროტესტო ტალღის უკან ასევე, დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. „პროტესტი, რაც წინა დღეების განმავლობაში იყო, ცხადია მართულია. ვიცით, ამ ყველაფრის უკან ვინ დგანან – კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ასევე, ამ რადიკალურ ქმედებებში ჩართულია დავით კეზერაშვილის თანხები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წამგებიანია. არასდროს ამ ქვეყანაში რადიკალიზმი არ და ვერ გაიმარჯვებს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების ცვლილება, არ მოსწონს აღნიშნული კანონი, ამისთვის არსებობს…

მეტი...

,,2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული” – კალაძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა ფიქსირდება. „2012 წლიდან მოყოლებული, თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ არადემოკრატიულად ჩატარდა ქვეყანაში არჩევნები. ყოველთვის არის წინსვლა, წინგადადგმული ნაბიჯები და ახლაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,შეიძლება, ოპოზიციურ პარტიებს სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ შინაარსობრივად ერთნი არიან” – კალაძე

ოპოზიციური პარტიები თუ მოახერხებენ და ერთ პლატფორმაზე იქნებიან წარმოდგენილები, ამას მხოლოდ მივესალმებით, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო სიით შესაძლო წარდგენას. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთი შინაარსის მატარებელია. „თუ მოახერხებენ ოპოზიციური პარტიები, რომ ერთ პლატფორმაზე იყვნენ წარმოდგენილები, ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგას ვამბობდით, რომ ისინი ერთნი არიან. შეიძლება მათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია შექმნან და განსხვავებული სახელი დაირქვან მაგრამ, შინაარსობრივად ერთნი არიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად ვინ არიან ისინი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

საბერძნეთში ფერმის მეპატრონემ ქართველი მძარცველი თოფიდან გასროლით მოკლა

საბერძნეთის ქალაქ კილკისში 45 წლის ქართველი მოკლეს. საქართველოს მოქალაქე, სამ პირთან, მათ შორის, ორ არასრულწლოვანთან ერთად, მეცხოველეობის ფერმაში ძარცვის მიზნით მივიდა, თუმცა ადგილზე შეიარაღებული წინააღმდეგობა დახვდათ. ფერმის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ქართველი მძარცველი, თოფიდან გასროლის შედეგად მოკლა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა. სამართალდამცველებმა ფერმის მეპატრონე მკვლელობის მუხლით დააკავეს. ხელბორკილები დაადეს მოკლულთან ერთად სავარაუდო ძარცვის მიზნით ფერმაში მისულ სამ პირსაც, რომელთა შორის ორი – 15 და 16 წლის მოზარდები არიან.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძის ოჯახსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ავთანდილ ჯორბენაძის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „დღეს ქართულმა საზოგადოებამ გამორჩეული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ავთანდილ ჯორბენაძე გააცილა უკანასკნელ გზაზე. ბატონი ავთო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის სათავეებთან იდგა და მრავალი წლის განმავლობაში ერთგულებით და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა ქვეყანას. მისი სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამშობლოს სიყვარული მისაბაძი იყო ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. თანაგრძნობას ვუცხადებ ბატონი ავთოს ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

მეტი...

თავრიზში პრეზიდენტ რაისის ემშვიდობებიან

ირანში, ქალაქ თავრიზში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს ემშვიდობებიან. სამგლოვიარო ცერემონია ქალაქ თავრიზში მიმდინარეობს, სადაც პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ხსოვნას ათასობით ადამიანი აგებს პატივს. ხვალ სამგლოვიარო ცერემონია დედაქალაქ თეირანში გაიმართება. 23 მაისს კი პრეზიდენტის ცხედარს მის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში გადაასვენებენ და დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლახიანი იმყოფებოდნენ 19 მაისს ჩამოვარდა, როცა ირანის დელეგაცია აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 20 მაისის დილას აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. იხილეთ განცხადება: „გუშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს გაიწვევს, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს არ მიიღებს, არჩევნებს კარგად ჩაატარებს და ამერიკის მიმართ უარყოფითი რიტორიკისგან თავს შეიკავებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, კანონპროექტი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს. კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია. უკანასკნელ წლებში, ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიციირდა,…

მეტი...

ბოლო ზარი კიდევ ერთი ავარიით დასრულდა

ბოლო ზარი, კიდევ ერთი ავარიით დასრულდა. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ირკვევა ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ყველა კარგად გრძნობს თავს.

მეტი...

პოლონეთში 9 პირი დააკავეს რუსეთის დაკვეთით დივერსიის აქტებთან დაკავშირებით

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ცხრა ადამიანი დააკავეს რუსეთის დავალებით ქვეყანაში განხორციელებულ დივერსიულ აქტებთან დაკავშირებით. ,,ამჟამად ჩვენ დაკავებული გვყავს ცხრა ეჭვმიტანილი და ბრალდებული პოლონეთში დივერსიულ აქტებში უშუალოდ რუსული სამსახურების სახელით მონაწილეობისთვის”, – განუცხადა ტუსკმა კერძო მაუწყებელს TVN24. მისი თქმით, პოლონეთი თანამშრომლობს თავის მოკავშირეებთან ამ საკითხზე და შეთქმულებები ასევე შეეხო ლიეტუვას, ლატვიას და შესაძლოა, შვედეთს. აპრილში, პოლონეთში ორი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მთავარ თანაშემწეზე, ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმაში.

მეტი...

,,არა რუსულ კანონს, არა ცენზურას” – კონსერვატორიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მსვლელობას მართავენ

კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიისა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას აწყობენ. ისინი ამ წუთებში კულტურის სამინისტროსთან მიდიან. ,,ჩვენ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს და რუსულ რეჟიმს. ჩვენ, ხელოვანი ხალხი, მოვითხოვთ თავისუფლებას, არ გვინდა ჩარჩოებში ჩაჯდომა, არ გვინდა ცენზურა, არ გვინდა რუსული ცენზურა, რომელიც ჩვენ კარიერას ხელს შეუშლის და მომავალს გაანადგურებს. ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენი უნივერსიტეტების რექტორების განცხადებას და მოვითხოვთ, გაიწვიონ ხელმოწერა”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მეტი...

,,პრეზიდენტმა პარლამენტს სებ-ის შესარჩევ კომისიაში წარმომადგენლის ნომინირება შესთავაზა, პარლამენტმა ის არ მიიღო” – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს. ,,პრეზიდენტი განაგრძობს სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ახალ კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალე პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს. ამ მიზნით, პრეზიდენტმა 16 მაისს შეხვედრები გამართა შესარჩევი კომისიის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 5 კანდიდატთან. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება უმნიშვნელოვანესია ეროვნული ბანკის სრულფასოვანი ფუნქციონირების, მისი დამოუკიდებლობისა და რეპუტაციის შენარჩუნებისათვის. ამასთანავე, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ევროკავშირის 9 დათქმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს…

მეტი...

,,ბანანით დატვირთული კონტეინერიდან 52 კილოგრამამდე ,,კოკაინი” ამოვიღეთ” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული. უწყება ამბობს, რომ ამოღებული იქნა ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი”. მათივე ცნობით, ის ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ. ,,ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით”, – ამბობს შსს.

მეტი...