წვიმას სალვადორში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სალვადორში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას, Associated Press-ი­ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სალვადორის კონგრესმა ქვეყანაში 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლებამ 150 თავშესაფარი მოამზადა, რომელთაგან 82 აქტიურად მუშაობს და დაახლოებით 2582 ადამიანს ემსახურება.

მექსიკის სამხრეთსა და ცენტრალურ ამერიკაში ძლიერი წვიმები ტროპიკულმა შტორმმა „ალბერტომ“ გამოიწვია.

 

მსგავსი თემები