„ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ“- კვარაცხელია

ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთბს.

„რაც შეეხება თამაშს, ძალიან ახლოს ვიყავით მოგებასთან, ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომ არის ის საუკეთესო მეკარე. რაც შეეხება დანარჩენს, ბოლოსაც გამოჩნდა, რომ მოგება შეგვეძლო. ჩვენ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ამ ევროპის ჩემპიონატზე ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ყველა გუნდთან თამაში შეგვიძლია. სანამ არის შანსის 1%-იც კი, გუნდს მნიშვნელობა არ აქვს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია“- აღნიშნა მან.

მსგავსი თემები