ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციას (FIFA) 441-მა ფეხბურთელმა კომპენსაციის მისაღებად მიმართა. ესენი ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ფინანსური ანაზღაურების მხრივ პრობლემები შეექმნათ ან მათი კლუბები გაკოტრდა და ვალების დაფარვას ვერ ახერხებენ, – იტყობინება ფიფა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
განმცხადებელთა 81 პროცენტი ევროპულ კლუბებს წარმოადგენენ.დახმარებაზე განცხადებების მიღება მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში კვლავ გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციამ შექმნა ფონდი, რომელიც ფულადი სახსრებით იმ ფეხბურთელებს დაეხმარება, ვისი კლუბიც გაკოტრდა და მოთამაშეები უხელფასოდ დარჩნენ.
საერთაშორისო ფონდი მუშაობას პირველი ივლისისდან დაიწყებს.