16 კომპანია 160 ათასი ლარით დაჯარიმდა

16-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, 10 სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. შესაბამისად, თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და ჯამში, საჯარიმო სანქციებმა შეადგინა 160 ათასი ლარი, – ამის შესახებ შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა.

„მუხედავად რეკომენდაციებისა, თოთოეულმა თქვენგანმა სოციალურ ქსელის მეშვეობით ნახა ის ვიდეო და ფოტო კადრები, რომელიც ამა თუ იმ მეწარმე სუბიექტთან კვების ობიექტებზე ფიქსირდებოდა. ეს ის სტანდარტებისა და იმ თამაშის წესების დარღვევა, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ.

პარასკევს და შაბათს განხორციელდა ინსპექტირებები ასეთი ტიპის ობიექტებზე. ჯამში განხორციელდა 26 კომპანიის შემოწმება, 16-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, 10 სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. შესაბამისად, თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და ჯამში, საჯარიმო სანქციებმა შეადგინა 160 ათასი ლარი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მსგავსი თემები