ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. შემთხვევის ადგილზე 25-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
ცეცხლის კერებთან ახლოს მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე გათიშულია ელექტროენერგია.