ვინ არ დაჯარიმდება პირბადის გამოუყენებლობისთვის

მთავრობამ პირბადის ტარების წესის შესახებ დადგენილება მიიღო. მისი ტარება სავალდებულო არ იქნება 6-წლამდე ბავშვებისთვის. ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ სასუნთქი გზების პრობლემა. მაგალითად, ფილტვის ქრონიკული დაავადებები და ბრონქული ასთმა. პირბადის ტარება არ მოუწევთ შშმ პირებს, აგრეთვე სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალს, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის კონკრეტული სოციალური სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებისას, მაგალითად ლოგოპედის მომსახურებისას.

მეტი...

“თუ რეკომენდაციებს დავიცავთ, შესაძლოა, მეორე ტალღაში არ შევიდეთ” – ამირან გამყრელიძე

თუ ყველა დავიცავთ ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, დიდი ალბათობით, შესაძლოა, მეორე ტალღაში არ შევიდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თუ არ იქნება ის მდგომარეობა, რასაც ახლა ზოგიერთ რესტორანში ვუყურებთ, პლაჟებზე იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენი სამსახურები იძლევა, შეიძლება მეორე ფაზაში არ შევიდეთ. ამ 3-4 თვის განმავლობაში ქართველებს დამყოლობა გვქონდა ძალიან კარგი, ამიტომაც მოვედით ამ მდგომარეობამდე. ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ვიდრე – ჩვენ ირგვლივ არსებულ ქვეყნებში. თუ იმ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს…

მეტი...

“ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია იმაზე ადრე დაიძაბოს, ვიდრე ველოდებოდით” – პაატა იმნაძე

სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია იმაზე ადრე დაიძაბოს, ვიდრე ველოდებოდით – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე მეორე ტალღის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ის, ევროპის და სხვა ქვეყნების დაავადებათა კონტროლის ცენტრები აცხადებენ, რომ რესპირაციული დაავადებების სეზონი ზამთარში დგება. „ისევე როგორც ჩვენ ვემზადებით იმისათვის, რომ თუ ზამთარში მეორე ტალღა მძლავრად შემოგვიტევს და ჯანდაცვვის სისტემა იყოს მზად, ყველა, ვინც არის ამ ქვეყნაში, უნდა ფიქრობდეს, შემოდგომაზე რა მოხდება და წინასწარ იყვნენ მზად…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება, ტესტის ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღეს გარკვეულად სიახლე გახლდათ ის, რომ დამტკიცდება მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც შეეხება პისიარტესტირების და ზოგადად, ქვეყანაში ტესტირების კიდევ უფრო გაფართოებას. ჩვენ ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი თებერვალში, როდესაც ვიწყებდით, გვქონდა 27, მარტში გვქონდა 73, აპრილში უკვე ავედით 473-მდე, მაისსა და ივნისში საშუალოდ დღიურად ვართ 1500-ის ფარგლებში, რაც სერიოზული გაფართოებაა, დაახლოებით ოთხჯერადი აპრილთან მიმართებით. დღეიდან ეს პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში. რატომ?! – იმიტომ, რომ ეკონომიკის გახსნასთან და ზოგადად, შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, მზადყოფნა ჯანდაცვის, რომ ადრეულ ეტაპზე იქნას…

მეტი...

“ჯანდაცვის სისტემა მზად იყოს მეორე ტალღღისთვის, ასევე ყველა უნდა ფიქრობდეს, რა ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა შემოდგომაზე” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ზამთარში კორონავირუსის მეორე ტალღა თუ ძლიერი იქნება, ჯანდაცვის სისტემა შესაბამისად იყოს მომზადებული. მისივე თქმით, ასევე, ყველა უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ რა მოხდება შემოდგომაზე და როგორ სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა. ამ განცხადებით იმნაძემ უპასუხა კითხვას, თუ იყო მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოზე არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. „ზამთარი რომ მოდის, ჩვეულებრივ მაშინ მოდის ხოლმე რესპირატორული დაავადებები, ისევე როგორც ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ თუ ზამთარში მეორე ტალღა მძლავრად შემოგვიტევს, ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, ასევე თავის ქვეყანაში ყველა უნდა ფიქრობდეს, რა მოხდება…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.2 მაგნიტუდის ბიძგები თბილისის დროით 12:47 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყარო სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელი ზემო ხალაწანთან, 16 კმ-ის სიღრმეში იყო.

მეტი...

“სახელმწიფო მიზნობრივ ტესტირებას კიდევ უფრო აფართოებს” – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სახელმწიფო მიზნობრივ ტესტირებას კიდევ უფრო აფართოებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ფართოვდება იმ ჯგუფთა რიცხვი, რომლებიც მომატებული რისკის ქვეშ არიან. „უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე დღეს ასევე გაიმართა მსჯელობა და მიღებული იქნა გადაწყვეტილებები ტესტირებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ისედაც ახორციელებდა, თუმცა კიდევ უფრო ვაფართოვებთ მიზნობრივ ტესტირებას. ვაფართოვებთ იმ ჯგუფებს, რომლებიც მომატებული რისკის ქვეშ არიან და რომლებიც ეტაპობრივად დაექვემდებარებიან ტესტირებას. ტესტირება ჩაუტარდებათ მათ გარკვეული ეტაპების დაცვით და ეს წრე, რომლებიც ტესტირებას დაექვემდებარებიან, სულ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეტი...

“შედარებით იმატებს ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მსუბუქ შემთხვევათა რიცხვის მატების ტენდენცია შეინიშნება. „დღეს საღამოს ან ხვალ ალბათ გამოქვეყნდება ჩვენი მეორე მიმოხილვა და ნახავთ იქ, რომ შედარებით იმატებს ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში. ახალი დადასტურებული შემთხვევებიც, შემიძლია გითხრათ, რომ კლინიკურად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“რამდენი სკოლაში ვიდეოთვალთვალი ხორციელდებოდა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში” – ლონდა თოლორაია

არის შემთხვევები, როდესაც ბავშვების დოკუმენტები ინახება ისეთ ადგილზე, სადაც ხელი მიუწვდებათ არა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, არამედ სხვა პირებსაც სკოლის ადმინისტრაციიდან, რაც ასევე არის საფრთხის შემცველი – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა. სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, ის დოკუმენტები, რომლებიც ბავშვბს ეხება ხელმისაწვდომია არაუფლებამოსილი პირებისთვისაც. „ყველაზე მეტი მონაცემები არასრულწლოვნების შესახებ გროვდება სასკოლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ჩვენი ინიციატივით, წლის განმავლობაში შევისწავლეთ რამდენიმე საჯარო და ასევე კერძო სკოლა. აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვების მონაცემები გროვდება იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით არის გათვალისწინებული. ასევე არის შემთხვევები,…

მეტი...

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ,ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ამის პარალელურად, მან საზოგადოებას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. “ვირუსი არსად წასულა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ, რომ გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და შესაძლებლობები, რომლებიც სახელმწიფომ მოგვცა, მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ სიტუაციებში გამოვიყენოთ,” – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეტი...

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების შესწავლა, თერმოსკრინინგი და საეჭვო შემთხვევებში ნიმუშების აღება. როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, გამკაცრდება თუ არა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში პირობები, ეს ეპიდემიოლოგების კვლევის შემდეგ გადაწყდება. „რეგიონში არის ინფიცირების ახალი შემთხვევები, მათ შორის მეტეხში ახალი ოთხი შემთხვევა. ესენი არიან ინფიცირებული მედდის ოჯახის წევრები. ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები. მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების მოკვლევა. მოხდება ნიმუშების აღება. შედეგების მიღების შემდეგ მოხდება ინფორმაციის ანალიზი და ამის მიხედვით გადაწყდება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და როგორ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა. სოფელ მეტეხში მცხოვრები რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული…

მეტი...

“ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ ჩვენს ქვეყანაში, აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, მაგრამ აუცილებელია, ფრთხილად ვიყოთ” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შიდა ტურიზმის გახნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს ლამისყანიდან მოუწოდა, იმოგზაურონ საქართველოში და დაათვალიერონ ბევრი ღირშესანიშნაობა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე მოინახულა. მან მოქალაქეებს მიმართა, იმოგზაურონ საქართველოში, აღმოაჩინონ ბევრი საინტერესო ადგილი, თუმცა აიუცილებლად გამოიჩინონ სიფრთხილე. „დღეს არის 15 ივნისი და დღეიდან იხსნება შიდა ტურიზმი. მე მინდა, ერთად დავიწყოთ მოგზაურობა საქართველოში, აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, ისეთი ადგილები, რომლებიც შეიძლება ნაკლებად ცნობილია და ჩვენ ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ არის ძალინ ბევრი ღირშესანიშნაობა, რომელიც მართლაც ღირს აღმოჩენად. დღეს ვართ ლამისყანაში, თბილისთან ახლოს, ერთი საათიც არ უნდა. თუ შორს არ გინდათ წასვლა, ლამისყანაში…

მეტი...

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ძალიან ეფექტური და თავის დანიშნულებას ახორციელებს კანონის დაცვით“ – დავით მათიკაშვილი

„წარმოდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ  სახელმწიფო ინსპექტორის ჩარევით 98 შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესრულება შეჩერდა. მარტო ეს ერთი  ფაქტიც კი ცხადყოფს იმას, რომ ეს სამსახური არის ძალიან ეფექტური და თავის კონკრეტულ დანიშნულებას ახორციელებს კანონის დაცვით“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილებოდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურა  გამართულად მუშაობდეს, რომელიც გამჭვირვალობის და ძალიან მაღალი ხარისხის მონიტორინგის კუთხით   მძლავრი იარაღია დემოკრატიული განვითარების გზაზე ნებისმიერ სახელმწიფოში. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურას, თქვენს თანამშრომლებს, ვინც მონაწილეობა…

მეტი...

“2020 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ტურიზმი 3.4 პროცენტით შემცირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 887.2 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.0 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.4 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 430.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 37.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან,…

მეტი...

ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულებისთვის სანქციები იზრდება

ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულებისთვის სანქციები იზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. ცვლილებების თანახმად, ბავშვის ჩაბმა პროსტიტუციაში ან პორნოგრაფიაში მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მხრიდან დაისჯება 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთით. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე განმარტავს, რომ მთელ რიგ ნორმებს ემატება დამამძიმებელი გარემოება, როდესაც სქესობრივი დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით და ამისთვის განისაზღვრება ძალიან მკაცრი სანქციები. პროექტის მიხედვით, დასჯადი ხდება 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეხვედრის შეთავაზება, მათ შორის, ონლაინ საშუალებით, პორნოგრაფიული მასალის დამზადების მიზნით. ასევე, აიკრძალება…

მეტი...

„ეს და­ა­ვა­დე­ბა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და ასე­თი სი­ცო­ცხლით სავ­სე, უკე­თი­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბიც ეწი­რე­ბი­ან მას!!„ – რას წერს კორონავირუსით გარდაცვლილი მე- 14 პაციენტის შვილი

კორონავირუისთ გარდაცვლილი მე- 14 პაციენტი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტი კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის არანაირი თანხმლები დაავადებები არ ჰქონია. “ძა­ლი­ან ბევრ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო და გუ­ლის ამ­რევ კო­მენ­ტარს ვა­წყდე­ბი, რომ თით­ქოს უამ­რა­ვი თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა ქონ­და და სა­ერ­თო­დაც კო­რო­ნა არ არ­სე­ბობს… ძა­ლი­ან ცდე­ბით და უტიფ­რე­ბი ხართ!! ეს ადა­მი­ა­ნი 65 წლის ასაკ­შიც კი ისე­თი ჯან­მრთე­ლი და ახალ­გაზ­რდა იყო, ბევრ ჩემ თა­ნა­ტოლს ჯობ­ნი­და!!! უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გამო, სი­ცხი­ა­ნი მთე­ლი კვი­რა სამ­სა­ხურ­ში და­დი­ო­და, რო­დე­საც სეფ­სი­სის ცენ­ტრში და­აწ­ვი­ნეს უკვე მძი­მე იყო, მა­თაც უფრო და­უმ­ძიმ­დათ, რად­გან თურ­მე რე­ა­ნი­მა­ცია არ…

მეტი...

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია, ათი საკარანტინო სივრციდანაა, ერთი საბურთალოს უკავშირდება, ხოლო კიდევ ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდანაა, ერთი საბურთალოს უკავშირდება, ხოლო ორის წყაროს მოძიება გრძელდება. „დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გახდა 879. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია და ამჟამად  არის სულ 704. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 161 პაციენტი. 15 დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის სამედიცინო პერსონალი, ხუთი არის საკარანტინო სივრციდან, იმპორტირებული შემთხვევა, ხუთი გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, ერთი არის საბურთალოს წყაროსთან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ორის წყაროს მოძიება გრძელდება. ალბათ გამოვლინდება კონტაქტები. უცნობი წყაროს რაოდენობა სავარაუდოდ…

მეტი...

ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა საპარლამენტო ფრაქციებში დღეს დაიწყება

ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა საპარლამენტო ფრაქციებში დღეს დაიწყება. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასა” და ფრაქცია „ევროპულ საქართველოში“ ელოდებიან. ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვთ. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრებით, შეცვლილი ბიუჯეტი არ პასუხობს მოქალაქეების პრობლემებს. მისივე განცხადებით, შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად, საჭიროა მეტი დახმარების გაცემა მოსახლეობაზე და ასევე გადასახადების შემცირება. „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებები არ პასუხობს იმ ძირითად პრობლემას, რომელიც ჩვენს ხალხს აქვს. ეს არის ის, რომ ხალხში ფული არ ტრიალებს და ამას სჭირდება ორი მიმართულებით ნაბიჯები. ეს არის, ერთის მხრივ, ხალხისთვის მეტი დახმარების გაწევა. სამწუხაროდ, ჩვენ…

მეტი...

საქართველოში შიდა ტურიზმი დღეიდან იხსნება

საქართველოში შიდა ტურიზმი დღეიდან იხსნება. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეიდან ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს, კურორტს, ისარგებლონ სასტუმროებისა და კვების ობიექტების მომსახურებით. ამასთან, ქვეყნის ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას დღეიდან იწყებს. ტერიტორიებზე შესვლა ნებადართულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით. დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსკრინინგი. დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. დამთვალიერებლებს ახალციხის ციხესიმაგრეში შესვლა უფასოდ შეეძლებათ. სეზონის ბოლომდე უფასო იქნება შესვლა ბორჯომის პარკშიც. სამი თვის განმავლობაში შემცირებული ტარიფებით მოემსახურება ვიზიტორებს ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალები. მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან…

მეტი...

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა

მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა დღეიდან განახლდა. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის, მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანისთვის და ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის. მგზავრები გადიან თერმოსკრინინგს, მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი, ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით. ამასთან, მატარებელში მოქალაქეები არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე, მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას თქმით, მგზავრობა შესაძლებელი იქნება ხუთი მიმართულებით – თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ქუთაისი. მისივე განცხადებით, აღდგა მხოლოდ დღის ჩქაროსნული მატარებელი. „საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მოუწოდებს, შეეცადონ მატარებლის ბილეთები ონლაინ შეისყიდონ, რათა მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, ასევე მაქსიმალურად დაიცვან…

მეტი...

„ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს მეორე ძალად „ევროპული საქრთველო“ აქციოს – ძალა, ვისთანაც ყველაზე კომფორტში იქნება“ – დავით ჭიჭინაძე

რჩება შთაბეჭდილება, „ ქართული ოცნება“ რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად კი არა,  მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვიან“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა  „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ოპოზიციის ქმედებებს და „ევროპულ საქართველოს“ „ქართულ ოცნებასთან „ გარიგებაში ადანაშაულებს. ჭიჭინაძის მოსაზრებით მმართველი გუნდი ოპოზიციის ადგილის დასაკავებლად ებზადება: „ოცნება“ მაქსიმალურად  ცდილობს მეორე ძალად „ევროპული საქრთველო“ აქციოს – ძალა, ვისთანაც ყველაზე კომფორტში იქნება. ამის დასტურად თუნდაც ის კმარა, რომ ყველა  ფინანსური კოპანია, რომლებიც „ევროპულ საქართველოსთან“  არის დაკავშირებული, ისევე  წარმატებით მუშაობს დღეს, როგორც თავის დროზე, ეს ეხება როგორც მერიის ტენდერებს, მათ ასევე მთელი საქათველოს მაშტაბით აქვთ  ბიზნესები…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის სულ 879 შემთხვევა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი, გუშინდელთან შედარებით, ერთით გაიზარდა და704-ს შეადგენს. ვირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2795 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მეტი...

„მძიმე სურათია, მძიმე. ამერიკა ჩვენთვის, პატარა და სუსტი ქვეყნებისთვის, სიმბოლოა და იმედი! – გიორგი ხაინდრავას “ქარწაღებულნი”

“აფერუმ ამგვარ პოლიტიკურ გამჭრიახობას! უფრო სწორედ სიბეცეს! და აღარ აქვს არანაირი მნიშვნელობა იმას თუ რითია ის განპირობებული” – აცხადებს კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა, რომელიც დღევანდელ პოლიტიკური ვითარებას აფასებს. წერილს, სათაურით “ქარწაღებულნი,” “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ.      “დღევანდელ მსოფლიოში აღარაფერი რომ არ უნდა გაგიკვირდეს ცხადია. თუმცა, როდესაც ფილმი „ქარწაღებულნი“, რომელიც მთელ მსოფლიოში, ყველა კონტინეტზე, კინოშედევრად არის აღიარებული და რომელშიც მონაწილეობისთვის, პირველად ამერიკის ისტორიაში, შავკანიანი მსახიობი „ოსკარი“-თ დაჯილდოვდა, რასისტულად ცხადდება… აღარც ის გვიკვირს, რომ “ნაცი“ გრიგოლ ვაშაძე, პუტინის კოლეგა საბჭოთა ჩეკისტი და საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მხარდამჭერი „ევროპული საქართველო“, რომლის ლიდერებმა ხელისუფლებაში ყოფნის…

მეტი...