ვარკეთილში, ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ვარკეთილში, ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე კორპუსს უსაფრთხოებიდან გამომდინარე დენის მიწოდება შეუწყდა, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. კორპუსში ძლიერი კვამლი შეინიშნებოდა.

ვარკეთილში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული და მისი ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.

შემთხვევის ადგილზე 25-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

მსგავსი თემები