“სააკაშვილს ერთიანი სია თუ უნდა, თავის ბლოკსა და ალიანსში დაწეროს” – ეკა ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არანაირი ერთიანი სია არ იქნება. ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია ერთობის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„თუ სააკაშვილს უნდა, ერთიანი სია დაწეროს, თავის ბლოკსა და ალიანსში დაწეროს. ვინც ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღოთ, ასეთ შესაძლებლობას გამოვრიცხავ. ეს ერთი-ერთზე ჰგავს მმართველი პარტიისა და სააკაშვილის სასურველ სიას, რომ ისევ ორი არჩევანი არსებობდეს. ერთობა გამარჯვების საუკეთესო ფორმულა ყოველთვის არ არის, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამართლებს და ამის მაგალითი იყო 8 მარტის შეთანხმება, მაგრამ საარჩევნო სია – ყველა ერთად, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას ნიშნავს, რადგან ადამიანებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, ერთმანეთისგან გაარჩიონ წარსული, აწმყო და მომავალი. ვისაც საერთო სიაში ჩაწერა სურს, ეს მისი არჩევანია. მიხეილ სააკაშვილთან არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავ, ეს არასოდეს მოხდება“, – განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი თემები