“აუცილებლად ისე მოვიქცევი, როგორც პრემიერმა თქვა და აღმოვაჩენ საქართველოს” – კელი დეგნანი

“ვიცი, რომ ამერიკელ ტურისტებს ძალიან უნდათ ჩამოსვლა, მეც აუცილებლად ისე მოვიქცევი, როგორც პრემიერმა თქვა და აღმოვაჩენ საქართველოს”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ლოპოტას ტბაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიპლომატებს ხვდება.

„ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა, როდესაც საქართველო ხელახლა ხსნის ტურიზმს. ვფიქრობ, დიპლომატიური საზოგადოებისთვის, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოესმინათ პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან იმ კვლევის შესახებ, რომელიც საქართველომ ჩაატარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ხელახლა გახსნა უსაფრთხოდ და ჯანსაღი გზით   ხორციელდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ტურისტი, რომელიც აქ ჩამოდის, ისიამოვნებს იმ ყველაფრით, რასაც საქართველო სთავაზობს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, პანდემია სწორედ მისი საქართველოში ჩამოსვლისას დაიწყო, თუმცა კრიზისი ადამიანებს აერთიანებს.

„ეს ხანგრძლივი სამი თვე იყო ყველასთვის. ეს სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ჩამოვედი. თუმცა, ასევე ვფიქრობ, რომ რაც ვნახეთ, ეს ასევე გვაერთიანებს, ისე, როგორც ეს კრიზისს შეუძლია. ჩვენ მთელ მსოფლიოში ერთმანეთს ვეხმარებით გულუხვად და ვფიქრობ, ეს გაგრძელდება იმის მიუხედავად, თუ რა გველოდება წინ. ვიცი, რომ ამერიკელ ტურისტებს ძალიან უნდათ აქ ჩამოსვლა და მეც აუცილებლად ისე მოვიქცევი, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა და აღმოვაჩენ საქართველოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები