“სამედიცინო პერსონალის ინფიცირება საქართველოს ნოუჰაუ არ არის” – ამირან გამყრელიძე

ეს საქართველოს ნოუჰაუ არ არის, სამედიცინო პერსონალი ყველგან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მთელ მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის საშუალო დაზიანების მაჩვენებელი მერყეობს 10-დან 20 პროცენტამდე, ზოგან მეტიც იყო. ჩვენთან დღეს დაახლოებით 13-14 პროცენტის ფარგლებში მერყეობს სამედიცინო პერსონალის დაზიანება. მხედველობაში მაქვს ექიმები, ექთნები და უმცროსი სამედიცინო პერსონალის დაზიანების მაჩვენებელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები