ქვეწარმავლების როლი ეკოსისტემაში – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საჯარო ლექცია

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 25 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექციების კურსი გაიმართება, სადაც შინაურ ცხოველებთან ერთად, საუბარი შეეხება იმას, თუ რა როლი ეკისრებათ ქვეწარმავლებს ეკოსისტემაში.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, ლექციაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა სახეობის არაშხამიანი, უსაფრთხო ქვეწარმავალი ადგილზე ნახონ და ჰერპეტოლოგისაგან პრაქტიკული რჩევები მიიღონ.​

​საჯარო ლექციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი წაიკითხავს.

ლექციის ძირითადი თემებია: ზოგადი ინფორმაცია ქვეწარმავლების შესახებ; საქართველოში გავრცელებული ქვეწარმავლები; გველების კატეგორიები და მათი ნიშან-თვისებები; გველებთან მოპყრობისა და უსაფრთხოების წესები; ქვეწარმავლების ფუნქცია ეკოსისტემის წონასწორობის შენარჩუნებაში. 

საჯარო ლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

მსგავსი თემები