აქამდე მოქმედი საგამოცდო მოდელი ანალოგს ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ პოულობს – მიხეილ ბატიაშვილი

“ზოგადი უნარებისა და საგნობრივი გამოცდების სავალდებულო ერთობლიობა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ზოგადი უნარების ტესტი არ აფასებს არცერთ ისეთ უნარს, რომლის შეფასება შეუძლებელია საგნობრივ ტესტებში”, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადი უნარების ცალკე ტესტად გამოტანა და მისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება გაუმართლებელია.

“ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში. სხვა შემთხვევაში, საგნობრივი ტესტი არ არის სათანადო შეფასების ინსტრუმენტი. ასეთ პირობებში, ზოგადი უნარების ცალკე ტესტად გამოტანა და მისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება გაუმართლებელია.

საერთაშორისო გამოცდილების შესწავლით, თქვენ ნახავთ, რომ ზოგადი უნარებისა და საგნობრივი გამოცდების სავალდებულო ერთობლიობა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს.  ზოგადი უნარების ტესტი არ აფასებს არცერთ ისეთ უნარს, რომლის შეფასებაც შეუძლებელია საგნობრივ ტესტებში.

ის საგამოცდო მოდელი, რომელიც აქამდე მოქმედებდა საქართველოში, ანალოგს ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ პოულობს”, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები