ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის განცხადებით, ეპიდემიის თვალსაზრისით, საქართველოში ვითარება საგანგაშოა.
„ეს უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების არდაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და საერთოდ, მთელ საქართველოს – დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რამეთუ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“, – განაცხადა ენდელაძემ ჟურნალისტებთან.
ეპიდემიოლოგის შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის უკვე აქტიური გავრცელებაა და აუცილებელია რეგულაციების დაცვა.
შეგახსენებთ, რომ 24 საათში, საქართველოში ვირუსის მაქსიმალური მაჩვენებელი 1192 შემთხვევა დაფიქსირდა.