31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება. 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.
მსგავსი თემები
-
„საჰაერო იერიშის შედეგად „ისლამის ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა“- ისრაელის თავდაცვა
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში საჰაერო იერიშის შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა. ამავე ცნობით, ისრაელის... -
ავღანეთში წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამინი ემსხვერპლა
ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით,... -
„გოგოებსაც მოხვდათ ხელი“- ირაკლი კობახიძემ თსუ-ს შენობა დატოვა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხმაურის ფონზე დატოვა. მიმდებარე ტერიტორია დატოვეს “ქართული ოცნების” ახალგაზრდულო ფრთის...