გურიაში, ავტობანზე, სოფელ ჯაპანასთან ახლოს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.