საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ესაუბრა. საუბრისას მათ ღაზის სექტორში არსებული ვითარება განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდება.
,,ორმა სახელმწიფოს მეთაურმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს და ორივე მიიჩნევს, რომ მთავარი პრიორიტეტი პალესტინასა და ისრაელს შორის სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებაა, განსაკუთრებით კი უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდება”, – აცხადებს ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი.
პრეზიდენტები ასევე, შეთანხმდნენ, რომ “ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა” კონფლიქტის შეჩერების ფუნდამენტურ გზას წარმოადგენს.