ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის უდიდესმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა. მათივე , ღაზას მთავარ სამედიცინო დაწესებულებაში, თითქმის სრულად არის გათიშული ელექტროენერგია, ამასთან ერთად საკვებისა და წყლის დეფიციტია.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის მუდმივმა დაბომბვამ გაამწვავა გარემოებები და ალ-შიფა, როგორც საავადმყოფო, ვეღარ ფუნქციონირებს.