„ისტორიული დღე“ – ნატოს შტაბ-ბინასთან ფინეთის დროშა აღმართეს

ნატო და ფინეთი ზეიმობს. ნატოს წევრ ქვეყნებს 31-ე ქვეყანა დაემატა. ფინეთის დროშა ნატო-ს შტაბ-ბინასთან უკვე აღმართეს. როგორც ღონისძიებაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა,  ყველამ ნახა, რომ პუტინის აგრესიული პოლიტიკა არ მუშაობს.

„პუტინმა ნათლად დაინახა, რომ აგრესია და დაშინება არ მუშაობს. მას ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ მეტი ნატო მიიღო. განსაკუთრებული პატივია, რომ ამ ისტორიულ დღეს ნატოს 31-ე წევრს ვესალმებით.  დღეიდან 31 დროშა ერთად იფრიალებს სოლიდარობის ნიშნად. ეს კარგია ფინეთის, ჩრდილოეთის უსაფრთხოებისთვის, მთლიანად ნატოსთვის. მივესალმო ფინეთს, როგორც სრულფასოვან წევრს. იმედი მაქვს, რომ მალე შვედეთსაც მივესალმებით“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურ ღონისძიებაზე.

მსგავსი თემები