ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, დაზიანებულია შენობის კედლები, ჩამსხვრეულია რამდენიმე მინა.
სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ოდესის რეგიონში რუსულმა ჯარებმა Kh-31P ტიპის რაკეტა ისროლეს. შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და დაშავდა სამი თანამშრომელი. მათივე ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ მიმდებარე შენობებიც დააზიანა.