თურქეთში, პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა.
საავადმყოფოში გადაყვანილი ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოიძიება.