„გეოლოგია და გეოფიზიკა გადაიქცა კასტად, რომელიც 300 ლარად პროფესიას და პატიოსნებას ყიდის“ – თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

„ეს არ არის მშენებლობა, ეს არის პროცესი, მე არ ვიცი რა პროცესი დაიწყეს და რას ასრულებენ,“ – ამის შესახებ „მედიცენტრ მთავარში“, „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა, სეისმოლოგმა – თეა გოდოლაძემ მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა. 

სპეციალისტი აცხადებს, რომ ყველა დამწეყრილ ადგილას აუცილებელია მშნებლობის შეჩერება, მისივე თქმით მერია კომპეტენციას მოკლებულ განცხადებებს ავრცელებს, როდესაც ამბობს, რომ პროცესი დასრულებულია:

„ბუნებრივად არ არის დასრულებული და რას ასრულებენ არ ვიცი, მივიღეთ ის, რომ ვიღაცას თავში მოუვიდა ჩვეულებრივ მეწყერზე გზის გაყვანა, რადგან არ უსმენენ დარგის პროფესორებს, გეოლოგია და გეოფიზიკა გადაიქცა კასტად, რომელიც 300 ლარად პროფესიას და პატიოსნებას ყიდის.

იმ მშენებლობაზე, რაც ახლა მიმდინარეობს ლისი ქედზე, დაიდო დასკვნა, რომ დიდი პრობლემებია, თუმცა ხელსაყრელი ადგილია მშენებლობისთვის, ეს მშვენივრად იციან, მაგრამ ამბობენ, რომ მაინც კარგია და მივიღეთ შედეგად ის, რომ სადაც გზა გაჭრეს კორპუსისთვის ყველგან გრუნტი გაიჭრა.

მე, რომ გადაწყვეტილების მიმღები ვიყო აუცილებლად დავაკონსერვებდი ნებისმიერ მშენებლობას ლისი ფერდზე, ეს აუცილებლად ჯაჭვური რეაქაციით გაგრძელდება, საყრდენი გამოაცალეს მთლიანად უკვე არსებულ კორპუსებს, გავაჩერებდი და გადავხედავდი ამ პრობელმას,“ – განაცხადა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები